საზოგადოებრივი რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში 2021, 12 მაისი, 15:21 ბალაკლავას წყალქვეშა ნავების მიწისქვეშა ბაზა, ისტორიაში «ცივი ომის» ერთ–ერთ ნათელ მაგალითად დარჩა. გასულ საუკუნეში, ეს ზესაიდუმლო ობიექტი ბირთვული – III მსოფლიო ომის, შემთხვევისთვის შეიქმნა. დრო შეიცვალა, თუმცა, დღევანდელი ყირიმის ბალაკლავა, ტურისტებს მიწისქვეშა ლაბორატორიებით დღემდე აოცებს. ის ხომ სსრ კავშირის სამხედრო წარმოების სიძლიერის ნამდვილი გვირგვინი იყო. ამჟამად კი, ყირიმის ნახევარკუნძულის ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ![]() ბირთვული დარტყმა და საბჭოთა პასუხი ![]() II მსოფლიო ომის ბოლოს, ბირთვული იარაღის გამოჩენამ ჯაჭვული რეაქცია გამოიწვია და ორი ზესახელმწიფო ერთმანეთთან დააპირისპირა. საკუთარ ბირთვულ არსენალს ორივე მხარე მეთოდურად ზრდიდა და ატომური დარტყმის შემთხვევაში, ერთმანეთს შურისძიებით, დაუფარავად ემუქრებოდა... აშშ–ს მიერ, იაპონიაში 2 ატომური ბომბის ჩამოგდების შემდეგ, სსრ კავშირმა წყალქვეშა ფლოტის გაძლიერება და მისი აღჭურვა ატომური იარაღით დაიწყო. სწორედ მაშინ გასცა სტალინმა, ისეთი ადგილის მოძებნის ბრძანება, რომელიც ბირთვული რაკეტებით შეიარაღებული წყალქვეშა ნავებისთვის, საიმედო სამალავი იქნებოდა. რამდენიმე წლიანი ძებნის შემდეგ, არჩევანი ბალაკლავაზე შეაჩერეს, ქალაქი გაასაიდულოვეს და ყირიმის რუკებიდან მისი სახელი წაშალეს. საიდუმლო ობიექტის მშენებლობა
![]() მიწისქვეშა საიდუმლო განყოფილებებში 200–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დოკებს და დანარჩენ საინჟინრო ნაგებობებს ემსახურებოდნენ. გარდა ამისა, ობიექტს გარედან კიდევ 150–მდე ადამიანი დარაჯობდა. თითოეულ მათგანს ხელი ჰქონდა მოწერილი საიდუმლოს არ ქაცემის დოკუმენტზე. ხოლო, მუშაობის პერიოდში და სამუშაოდან დათხოვნიდან, 5 წლის მანძილზე, მათ სსრ კავშირის ტერიტორიის დატოვების უფლება არ ჰქონდათ. მიწისქვეშა კომპლექსში შეიძლებოდა მცირე კლასის 9 და საშუალო კლასის 7 წყალქვეშა ნავის დამალვა. გარდა ამისა, ბირთვული დარტყმის შემთხვევაში, მას შეეძლო ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტების მთელი სამხედრო პერსონალის და ქალაქის მოსახლეობის სრულად შეფარება. ზესაიდუმლო ობიექტიდან – მუზეუმამდე ![]() გასაიდუმლოებულმა სამხედრო ბაზამ საკუთარი ფუნქცია სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა. თუმცა, ობიექტი 1993 წლამდე ფუნქციონირებდა. 1994 წელს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშანავებმა ყირიმის ტერიტორია დატოვეს და თან ბირთვული იარაღიც გაიყოლეს. არხის სხვა სიახლეები:![]() ![]() ![]() 1. ელემენტების მოულოდნელი თანხვედრა, რომლის დანახვა ბევრს არ შეუძლია (30 ფოტო) 2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის 3. სოკოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს 1, 5–ჯერ ამცირებს (+ სოკოს მომზადების 5 რეცეპტი) 4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში 2909 2-ს მოსწონს
|