საზოგადოებრივი რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში 2021, 4 მაისი, 15:26 იმის შესახებ, რომ ომის დროს, სტალინი მოსკოვიდან არ გასულა, ყველასთვის ცნობილია. მაშინაც კი, როდესაც გერმანელები დედაქალაქის მისადგომებთან იდგნენ, ხოლო ქალაქში ევაკუაცია დაიწყო, ბელადს მოსკოვიდან გაქცევა არც უფიქრია. აი, ადოლფ ჰიტლერი კი, სულ აქეთ–იქით დადიოდა... და ამასთან, მხოლოდ გერმანიაში კი არა, ოკუპირებულ ქვეყნებშიც, მათ შორის, იყო სსრ კავშირშიც. თუმცა, ამ ფაქტის აფიშირებისგან, მან თავი შეიკავა. ჰიტლერი მოგზაურობის დიდი მოყვარული არ იყო, მაგრამ იმ ქვეყნებში, რომელთა ოკუპაციაც მისმა არმიამ მოახდინა, ჩასვლა უყვარდა. ის დანგრეულ და მიწასთან გასწორებული ქალაქების ფონზე, გერმანული იარაღის სრულყოფილებაზე მსჯელობდა და საკუთარი დაუმარცხებელი არმიის და მთლიანად, ნაცისტური გერმანიის, დანარჩენ მსოფლიოზე, უპირატესობით ამაყობდა. ომით განადგურებული ქალაქების ნანგრევებზე დგომისას, ის თავს უდიდეს სტრატეგად თვლიდა. პირველი მოგზაურობა
მამული მალნავაში, სადაც ჰიტლერმა თათბირი ჩაატარა მალნავაში (აღმ. ლატვია) გერმანული არმიის შტაბი – «ჩრდილოეთი» მდებარეობდა და სწორედ იქ ჩავიდა ჰიტლერი. შეხვედრაზე ის ფელდმარშალ ვილჰელმ ფონ ლეებთან ჯარების შემდგომი წინსვლის გეგმის განხილვას გეგმავდა. ფიურერი ადგილზე, დაახლოებით, 5 საათისთვის იყო და სამხედროებთან ლენინგრადის აღების გეგმის განხილვის შემდეგ, ის ისევ უკან დაბრუნდა. ბრესტის ციხესიმაგრე სსრ კავშირში ვიზიტამდე კი, ფიურერი პარიზში იყო და თავისი მონაპოვარით დატკბა. ხოლო, შემდეგ, ამ გრძნობის გაძლიერება, სსრ კავშირში მოგზაურობით გადაწყვიტა. მაგრამ, ბრესტის ციხესიმაგრესთან გერმანულმა არმიამ წინსვლა შეანელა და ჰიტლერმა, სიტუაციაში გარკვევა, ადგილზე გადაწყვიტა. ციხესიმაგრე, ბრძოლის შემდეგ ჯერ გაციებული არც იყო, იქ რომ გამოჩნდა და თან, მუსოლინთან ერთად. ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჰიტლერი მოგზაურობით კმაყოფილი იყო დიქტატორებმა ნახევრად დანგრეული ციხესიმაგრე დაათვალიერეს და თითქმის 2 საათის მანძილზე, სუფთა ჰაერზე სეირნობდნენ: მოინახულეს ადგილობრივ ეკლესი, რომელიც იმ დროს, კინოთეატრის ფუნქციას ასრულებდა, იყვნენ მდინარის სანაპიროზეც. ხოლო, შემდეგ, აეროპორტში წავიდნენ, სადაც საველე სამზარეულოში ისადილეს და უკან დაბრუნდნენ. ჰიტლერის მთავარი ბაზა ის, რაც ამ ბაზისგან დარჩა სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ფიურერის პირადი ბაზა «ვერფოლი» (გერ.Werwolf - მგელი, მაქცია), სოფ. სტრიჟავკას (ვინიცის რაიონი, უკრაინა) მახლობლად მდებარეობდა. ეს რამდენიმე სართულიანი, კარგად აღჭურვილი ბუნკერი იყო, რომელშიც ჰიტლერი 1–2 საათით კი არ ჩადიოდა, იქ რჩებოდა და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა კიდეც. ეს 1942-43 წლებში ხდებოდა, როდესაც ომის მსვლელობა, გერმანელებს მოგების იმედს ჯერ კიდევ აძლევდა... ბუნკერის სამუშაო კაბინეტი, დაახლოებით, ასე გამოიყურებოდა ვერფოლს ჰიტლერი ყოველთვის თავისი საყვარელი ძაღლით, ბლონდით სტუმრობდა. ხოლო, საკუთარი ცხოვრების თანამგზავრი ევა ბრაუნი, თავისთან ერთად, არასდროს დაჰყავდა. იმ პერიოდის მანძილზე, ვიდრე ჰიტლერი იქ ცხოვრობდა, ახლომდებარე ტერიტორიებზე მოგზაურობდა. იყო ხარკოვში, ზაპოროჟიეში, პოლტავაში... და უნდა ითქვას, რომ ეს ყოველთვის დიდ რისკს უკავშირდებოდა. ბუნკერი რუსეთში ბუნკერების მშენებლობა წლების მანძილზე გრძელდებოდა, ხოლო მასში ყოფნას ფიურერი წელიწადში 1–2–ჯერ თუ ახერხებდა მიუხედავად იმისა, რომ ვინიცის ბუნკერი, სსრ კავშირის ტერიტორიაზე, ფიურერის მთავარ სამხედრო ბაზად ითვლებოდა, კიდევ ერთი ბუნკერი, რომელსაც ის სტუმრობდა, სოფ. წითელ ბორში, სმოლენსკის მახლობლად მდებარეობდა. ოფიციალური მონაცემებით, ის იქ სულ 2–ჯერ იყო: 1941 წლის შემოდგომაზე და 1943 წლის მარტში, თუმცა, შეიძლება სხვა დროსაც ჩასულიყო. ერთ–ერთი ნაგებობა, რომელიც, სავარაუდოდ, ჰიტლერისთვის იყო განკუთვნილი ბუნკერი დღემდე არსებობს, მაგრამ ის ნაკლებად არის შესწავლილი. მხოლოდ ცნობილია, რომ ის 40 სათავსოსგან შედგება და მასში 500 მეტრამდე გვირაბი არის გაყვანილი. ხოლო, ბუნკერის შესანიღბად, 400–მდე ხე და 2–ჯერ მეტი ბუჩქი იყო დარგული. ნაგებობაში გაყვანილია წყალმომარაგება, არსებობდა მაღალი ძაბვის დენი და 2 სარეზერვო დენის წყარო. ჰიტლერის კვალი ბელორუსში შემონახული კონოქრონიკის მიხედვით, ჰიტლერი ბელორუსშიც იყო, თან როგორც ჩანს, არაერთხელ. მაგალითად, ცნობილია, რომ 1941 წლის ზაფხულში, ბელორუსში «ცენტრის» არმიის ხელმძღვანელობის თათბირი ჩატარდა, რომელსაც ჰიტლერიც ესწრებოდა. მართალია, ის იქ მხოლოდ 2 სთ–ით იყო, მაგრამ ამ პერიოდში გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებმაც ომის შემდგომ მსვლელობაზე, დიდი გავლენა მოახდინა: ჰიტლერი იშვიათად ითვალისწინებდა საკუთარი არმიის მეთაურების აზრს სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ისტორიკოსები, ბელორუსში შემდგარ გერმანული სარდლობის თათბირს საბედისწეროდ. თუმცა, იმის განსაზღვრაც რთულია, თუ რა მოხდებოდა, ჰიტლერს მეთაურებისთვის რომ დაეჯერებინა და ჯარი მოსკოვის მიმართულებით გაეგზავნა. არხის სხვა სიახლეები:1. დედა ტერეზა – წმინდანი, თუ დემონი ანგელოზის იერით 2. სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ 3. ეროტიკული კრიზისი, სულთანი და სკანდალები — რატომ შეარქვეს იბრაჰიმ I «შეშლილი» 2132 5-ს მოსწონს
|