x
image
თუთიკო ბერძენა
სტალინისა და მიქოიანის გამჭრიახობა. რატომ დაერქვა ამერიკულ პროდუქტებს "საბჭოთა ბროდუქტები"?
image


რატომ ჰქვია ამერიკულ პროდუქტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დღემდე მიქოიანის ძეხვი, მიქოიანის მაიონაზი, მიქოიანის სოსისი, მიქოიანის ნაყინი?

1936 წელს საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი მეუღლესთან ერთად სოჭში შვებულების ნაცვლად სტალინიმა აშშ-ში გაუშვა. ათი კაცი გააყოლეს.

მოგზაურობიდან სამი წლის შემდეგ მიქოიანის უშუალო მონაწილეობით გამოიცა „წიგნი გემრიელ და ჯანსაღ საკვებზე“, სადაც სხვადასხვა პროდუქტების წარმოების საიდუმლოზეა საუბარი და მათი გადმოტანის სურვილზე საბჭოეთში. აქვე იყო სტალინის სიტყვებიც. რომ საჭიროა რუსული რევოლუციური გაქანების შერწყმა ამერიკულ საქმიან თვისებებთან. წიგნის 1952 წლის გამოცემაში უკვე აღარ იყო ამერიკა ნახსენები, 1954 წელს გაქრა სტალინის ხსენება, 1974 წელს კი თვით მიქოიანის. თითქოს მოგზაურობა არც კი ყოფილა დამიქოიანს არაფერი ჩამოეტანოს და დაენერგოს ამერიკული ტექნოლოიები საბჭოთა ტექნოლოგიში. საბჭოთა კავშირში მანამდე ნაყინიც კი არ არსებობდა. მიქოიანის დელეგაციამ ნაყინი აშშ-ში დააგემოვნა და მისი რამდენიმე სახეობის დამზადების რეკომენდაცია გასცა. ეს იყო პლომბირი, კრემ-ბრულე, ესკიმო, ხილის ნაყინი.
ნაყინი საბჭოთა კავშირში 1937 წლის 4 ნოემბერს გამოჩნდა. მანამდე ნაყინს კუსტარულად, ხელით ამზადებდნენ. აშშ-დან დანადგარების ჩამოტანის შემდეგ ნაყინის პირველი ფაბრიკაც აშენდა და მისი ხარისხი მკაცრად კონტროლდებოდა. ნაყინების დამზადებისას ყურადღება ექცეოდა ნატურალურ პროდუქტებს, მხოლოდ რძის ნაღები უნდა ყოფილიყო და არანაირი კონსერვანტი. ანასტას მიქოიანი იცავდა ნაყინის ნამდვილ ამერიკულ ხარისხს 25 წლის განმავლობაში.

image

1966 წელს ხელისუფლებაში ბრეჟნევის მოსვლის შემდეგ, რომელსაც მიქოიანი არ უყვარდა, მიქოიანის ნაყინიც წარსულს ჩაბარდა. მოგვიანებით კი ნაყინის დამზადება დაიწყეს ქიმიური არომატიზატორებით, სტაბილიზატორებითა და კონსერვანტებით.


1936 წელს ჩიკაგოში მიქოიანი მაიონეზის ქარხანას ეწვია და ხელშეკრულება გააფორმა საბჭოთა კავშირში ამერიკული ტექნოლოგიით მაიონეზ „პროვანსალის“ დამზადებაზე.

1936 წელს, მიქოიანის, ანუ კვების მრეწველობის თავკაცის ინიციატივით, ცეკამ მიიღო დადგენილება, გამოეშვათ დიდი რაოდენობით „საბჭოთა შამპანური“. აშშ-ში ყოფნისას ოკლენდის შამპანურის ქარხნის მონახულებამ მიქოიანი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ამ ტექნოლოგიით უნდა დამზადებულიყო გემრიელი და შედარებით იაფი სასმელი. მანამდე ეჟენ შარმის ტექნოლოგიას იყენებდნენ, რაც არც ასეთ გემრიელ და არც ასეთ იაფ ნედლეულს მოითხოვდა. მეღვინე ანტონ ფლოროვ-ბაგრეევმა იტალიურ-ამერიკული მეთოდი საბჭოთა პირობებს მიუსადაგა. საჭირო დანადგარების პირველი კომპლექტი ფრანგულ ფირმა „შოსეპს“ დაუკვეთეს. შამპანურის გამოცემა მეორე მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, ზუსტად რეპრესიების პერიოდში - 1937 წელს. სტალინს უყვარდა ნახევრად ტკბილი და ტკბილი შამპანური.

გაგიკვირდებათ და პურის ცხობის ტექნოლოგიაც ამერიკიდან წამოიღეს. მანამდე საცხობები მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს აწვდიდა გამომცხვარ პურს.

აშშ-ში პურის ქარხნები მთლიანად მექანიზებული იყო. ადამიანის ხელი პურს არ ეხებოდა და ყველაფერი ტექნიკით იმართებოდა. მიქოიანმა ამერიკიდან ახალი ტექნოლოგიები ჩამოიტანა.

მიქოიანმა ჩიკაგოში „ ელექტრიკ კომპანიში“ სტუმრობისას შეიტყო, რომ ერთ-ერთი საწარმო ყოველწლიურად 100 ათასზე მეტ საოჯახო მაცივარს ამზადებდა. საბჭოეთში დაბრუნებული მიქოიანი ცდილობდა სტალინის დარწმუნებას, მაცივრების წარმოება დაეწყოთ. სტალინი არ დასთანხმდა, რადგან საბჭოეთის დიდ ტერიტორიაზე ზამთარი ხანგრძლივი და მკაცრი იყო, ამიტომ მაცივარი ნაკლებად სჭირდებოდათ.

1933 წელს „ჯენერალ ელექტრიკის“ მაცივარი ჰქონდა შინსახკომის კომისარს სერგეი კიროვს. თვით მიქოიანსაც. ამ პერიოდში ის იმდენივე ღირდა, რამდენიც „ფორდის“ ორი ავტომობილი. ბოლოს და ბოლოს, ამერიკული მოდელის მიხედვით დამზადებული პირველი საბჭოთა მაცივარი 1939 წელს გამოჩნდა.

image

1936 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას, მიქოიანის ყურადღება მიიპყრო პროდუქტმა, რომელსაც უშუალოდ ქუჩაში ამზადებდნენ. მიქოიანმა მაშინვე შეუკვეთა კატლეტის დასამზადებელი 25 მანქანა. მალე ეს მანქანები დღეში 2 მილიონ „საბჭოთა ჰამბურგერს“ ამზადებდა. პირველი «მაკდონალდსი» აშშ-ში მხოლოდ 1940 წლის 15 მაისს გაიხსნა. კომისარი გაზიანი სასმლების მაღალხარისხიანი ექსტრაქტის შეძენითაც დაინტერესდა. ჰამბურგერები საბჭოთა კავშირში 1937 წელს გამოჩნდა, „კოკა-კოლას“ რეცეპტის გაყიდვა კი ამერიკელებმა არ ისურვეს და მხოლოდ ექსტრაქტი შესთავაზეს. სთავაზობდნენ.

საბჭოეთმა შეისყიდა ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის საკონსერვო, ხილის წვენების ჩამომსხმელი ქარხნები. გარდა ამისა, მიქოიანმა შეისყიდა ორცხობილის, ბისკვიტის, კანფეტებისა და შოკოლადის ფაბრიკები. ამერიკის წყალობით მოხვდა საბჭოეთში მოხარშული ძეხვი, სიმინდის ბურბუშელა, კეტჩუპი, შესქელებული და მშრალი რძე, ჩაისა და ყავის შესაფუთი დანადგარები. საბჭოთა კავშირში გაჩნდა ჭარხლისგან შაქრის დამამზადებელი ამერიკული ქარხნები, ძროხის საწველი აპარატები, პროდუქტის სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია.

image

წარმოგიდგენიათ, რომ მიქოიანს არასრული უმაღლესი განათლება ჰქონდა? თუმცა რომელი უნივერსიტეტი მისცემდა იმდენ ცოდნას, რამდენიც ამერიკაში მოგზაურობისას მიიღო?


11
694
6-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
694
  
2021, 16 მაისი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 მაისი, 23:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 2 მაისი, 18:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 1 მაისი, 21:24
დღეს მთლად საწამლავია თუთიკო.
დაასველეთ ნაჭერი და ძველი სამოვარი ან სანათი გააპრიალეთ, ნახეთ რა შედეგი გექნებათ. იმდენი დანამატი აქვს ჟანგსაც კი ხსნის და წარმოიდგინეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას რას უზამს.
:)
2021, 1 მაისი, 20:59
კოკა-კოლას დღესხომ ისე აღარ აწარმოებენ, როგორც თავიდან...
2021, 1 მაისი, 20:57
ბატონო "ყარამან" , კომუნისტურ წყობასაც ისევე როგორც ნებისმიერს ჰქონდა კარგი და ცუდი მხარე. მე ვერ ვპატიობ მაგათ მიხეილ ჰჯავახიშვილს, ტიციან ტაბიძეს, ჭიათურის ვაგონებში დახვრეტილ ხალხს, თორემ ნამდვილად ჰქონდათ ბევრი რამ კარგი. კაპიტალიზმსაც აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარეები, თან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად გამოხატული. არც დემოკრატიის დიდი ფანი ვარ თუ ის მერიტოკრატიასთან არ არის ხელგადაჭდობილი. მოკლედ, ეს ის საკითხებია, რომელიც ჩემი ინტერესის წყაროა და ამიტომ ავირჩიე პროფესიად სოციოლოგია. მარქსი კი არ უნდა წავიკითხო, უნდა ვისწავლო. მარქსიზმი უკვდავია დღემდე... ისე ფრანგული უტოპიური სოციალიზმიც შეიძლებოდა სულ არ ყოფილიყო უტოპიური. სენ სიმონის და შარლ ფურიეს გინდაც ოუენის იდეოლოგია დღეს უფრო აქტუალური მქონია, ვიდრე მაშინ, როცა უტოპიური უწოდეს.
2021, 1 მაისი, 19:35
ხარჯოვში გატარებული 14 წლიდან დღესაც, ამდენი წლის მერე კარგად მახსოვს ძეხვის, სოსისის, კარაქის და პურის სუნი. დაკონსერვებულ ხორცზე არაფერს ვამბობ.
ახლა რაც იყიდება მათთან შედარებაც კი არ შეიძლება.
დასტური...
2021, 1 მაისი, 19:32
კოკა-კოლით ვრეცხავ დღემდე ნადირობისათვის განკუთვნილი ნივის გაცივების სისტემას, რასაც ჰქვია აპრიალებს, :)
დალევაზე კი მე "პას". :)
2021, 1 მაისი, 18:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10