მრეწველობა სტალინისა და მიქოიანის გამჭრიახობა. რატომ დაერქვა ამერიკულ პროდუქტებს "საბჭოთა ბროდუქტები"? 2021, 1 მაისი, 13:39 რატომ ჰქვია ამერიკულ პროდუქტებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დღემდე მიქოიანის ძეხვი, მიქოიანის მაიონაზი, მიქოიანის სოსისი, მიქოიანის ნაყინი? 1936 წელს საბჭოთა კავშირის კვების მრეწველობის სახალხო კომისარი ანასტას მიქოიანი მეუღლესთან ერთად სოჭში შვებულების ნაცვლად სტალინიმა აშშ-ში გაუშვა. ათი კაცი გააყოლეს. მოგზაურობიდან სამი წლის შემდეგ მიქოიანის უშუალო მონაწილეობით გამოიცა „წიგნი გემრიელ და ჯანსაღ საკვებზე“, სადაც სხვადასხვა პროდუქტების წარმოების საიდუმლოზეა საუბარი და მათი გადმოტანის სურვილზე საბჭოეთში. აქვე იყო სტალინის სიტყვებიც. რომ საჭიროა რუსული რევოლუციური გაქანების შერწყმა ამერიკულ საქმიან თვისებებთან. წიგნის 1952 წლის გამოცემაში უკვე აღარ იყო ამერიკა ნახსენები, 1954 წელს გაქრა სტალინის ხსენება, 1974 წელს კი თვით მიქოიანის. თითქოს მოგზაურობა არც კი ყოფილა დამიქოიანს არაფერი ჩამოეტანოს და დაენერგოს ამერიკული ტექნოლოიები საბჭოთა ტექნოლოგიში. საბჭოთა კავშირში მანამდე ნაყინიც კი არ არსებობდა. მიქოიანის დელეგაციამ ნაყინი აშშ-ში დააგემოვნა და მისი რამდენიმე სახეობის დამზადების რეკომენდაცია გასცა. ეს იყო პლომბირი, კრემ-ბრულე, ესკიმო, ხილის ნაყინი. ნაყინი საბჭოთა კავშირში 1937 წლის 4 ნოემბერს გამოჩნდა. მანამდე ნაყინს კუსტარულად, ხელით ამზადებდნენ. აშშ-დან დანადგარების ჩამოტანის შემდეგ ნაყინის პირველი ფაბრიკაც აშენდა და მისი ხარისხი მკაცრად კონტროლდებოდა. ნაყინების დამზადებისას ყურადღება ექცეოდა ნატურალურ პროდუქტებს, მხოლოდ რძის ნაღები უნდა ყოფილიყო და არანაირი კონსერვანტი. ანასტას მიქოიანი იცავდა ნაყინის ნამდვილ ამერიკულ ხარისხს 25 წლის განმავლობაში. 1966 წელს ხელისუფლებაში ბრეჟნევის მოსვლის შემდეგ, რომელსაც მიქოიანი არ უყვარდა, მიქოიანის ნაყინიც წარსულს ჩაბარდა. მოგვიანებით კი ნაყინის დამზადება დაიწყეს ქიმიური არომატიზატორებით, სტაბილიზატორებითა და კონსერვანტებით. 1936 წელს ჩიკაგოში მიქოიანი მაიონეზის ქარხანას ეწვია და ხელშეკრულება გააფორმა საბჭოთა კავშირში ამერიკული ტექნოლოგიით მაიონეზ „პროვანსალის“ დამზადებაზე. 1936 წელს, მიქოიანის, ანუ კვების მრეწველობის თავკაცის ინიციატივით, ცეკამ მიიღო დადგენილება, გამოეშვათ დიდი რაოდენობით „საბჭოთა შამპანური“. აშშ-ში ყოფნისას ოკლენდის შამპანურის ქარხნის მონახულებამ მიქოიანი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ ამ ტექნოლოგიით უნდა დამზადებულიყო გემრიელი და შედარებით იაფი სასმელი. მანამდე ეჟენ შარმის ტექნოლოგიას იყენებდნენ, რაც არც ასეთ გემრიელ და არც ასეთ იაფ ნედლეულს მოითხოვდა. მეღვინე ანტონ ფლოროვ-ბაგრეევმა იტალიურ-ამერიკული მეთოდი საბჭოთა პირობებს მიუსადაგა. საჭირო დანადგარების პირველი კომპლექტი ფრანგულ ფირმა „შოსეპს“ დაუკვეთეს. შამპანურის გამოცემა მეორე მსოფლიო ომამდე რამდენიმე წლით ადრე დაიწყო, ზუსტად რეპრესიების პერიოდში - 1937 წელს. სტალინს უყვარდა ნახევრად ტკბილი და ტკბილი შამპანური. გაგიკვირდებათ და პურის ცხობის ტექნოლოგიაც ამერიკიდან წამოიღეს. მანამდე საცხობები მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს აწვდიდა გამომცხვარ პურს. აშშ-ში პურის ქარხნები მთლიანად მექანიზებული იყო. ადამიანის ხელი პურს არ ეხებოდა და ყველაფერი ტექნიკით იმართებოდა. მიქოიანმა ამერიკიდან ახალი ტექნოლოგიები ჩამოიტანა. მიქოიანმა ჩიკაგოში „ ელექტრიკ კომპანიში“ სტუმრობისას შეიტყო, რომ ერთ-ერთი საწარმო ყოველწლიურად 100 ათასზე მეტ საოჯახო მაცივარს ამზადებდა. საბჭოეთში დაბრუნებული მიქოიანი ცდილობდა სტალინის დარწმუნებას, მაცივრების წარმოება დაეწყოთ. სტალინი არ დასთანხმდა, რადგან საბჭოეთის დიდ ტერიტორიაზე ზამთარი ხანგრძლივი და მკაცრი იყო, ამიტომ მაცივარი ნაკლებად სჭირდებოდათ. 1933 წელს „ჯენერალ ელექტრიკის“ მაცივარი ჰქონდა შინსახკომის კომისარს სერგეი კიროვს. თვით მიქოიანსაც. ამ პერიოდში ის იმდენივე ღირდა, რამდენიც „ფორდის“ ორი ავტომობილი. ბოლოს და ბოლოს, ამერიკული მოდელის მიხედვით დამზადებული პირველი საბჭოთა მაცივარი 1939 წელს გამოჩნდა. 1936 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას, მიქოიანის ყურადღება მიიპყრო პროდუქტმა, რომელსაც უშუალოდ ქუჩაში ამზადებდნენ. მიქოიანმა მაშინვე შეუკვეთა კატლეტის დასამზადებელი 25 მანქანა. მალე ეს მანქანები დღეში 2 მილიონ „საბჭოთა ჰამბურგერს“ ამზადებდა. პირველი «მაკდონალდსი» აშშ-ში მხოლოდ 1940 წლის 15 მაისს გაიხსნა. კომისარი გაზიანი სასმლების მაღალხარისხიანი ექსტრაქტის შეძენითაც დაინტერესდა. ჰამბურგერები საბჭოთა კავშირში 1937 წელს გამოჩნდა, „კოკა-კოლას“ რეცეპტის გაყიდვა კი ამერიკელებმა არ ისურვეს და მხოლოდ ექსტრაქტი შესთავაზეს. სთავაზობდნენ. საბჭოეთმა შეისყიდა ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის საკონსერვო, ხილის წვენების ჩამომსხმელი ქარხნები. გარდა ამისა, მიქოიანმა შეისყიდა ორცხობილის, ბისკვიტის, კანფეტებისა და შოკოლადის ფაბრიკები. ამერიკის წყალობით მოხვდა საბჭოეთში მოხარშული ძეხვი, სიმინდის ბურბუშელა, კეტჩუპი, შესქელებული და მშრალი რძე, ჩაისა და ყავის შესაფუთი დანადგარები. საბჭოთა კავშირში გაჩნდა ჭარხლისგან შაქრის დამამზადებელი ამერიკული ქარხნები, ძროხის საწველი აპარატები, პროდუქტის სწრაფი გაყინვის ტექნოლოგია. წარმოგიდგენიათ, რომ მიქოიანს არასრული უმაღლესი განათლება ჰქონდა? თუმცა რომელი უნივერსიტეტი მისცემდა იმდენ ცოდნას, რამდენიც ამერიკაში მოგზაურობისას მიიღო? 694 6-ს მოსწონს |
დაასველეთ ნაჭერი და ძველი სამოვარი ან სანათი გააპრიალეთ, ნახეთ რა შედეგი გექნებათ. იმდენი დანამატი აქვს ჟანგსაც კი ხსნის და წარმოიდგინეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას რას უზამს.
:)
ახლა რაც იყიდება მათთან შედარებაც კი არ შეიძლება.
დასტური...
დალევაზე კი მე "პას". :)