ქალი და მამაკაცი 10 ძალიან არაკომფორტული რამ ქალების გარდერობიდან, რაც მამაკაცებს სექსუალურად მიაჩნიათ 2021, 1 მაისი, 13:25 ეს გარდერობის ის ნაწილია, რომელიც ქალებს აცვიათ რამდენიმე საათს, რადგან შემდეგ იწყება მათი წამება. სახლში მისვლისთანავე, კარებიდან იწყებენ მათ მოშორებას და დასვენებას, თითქოს ყანა გაეთოხნოთ ახლახან. მაღალქუსლიანი საზაფხულო სანდლები მას აქვს საპატიო პირველი ადგილი, ოქროს მედალი. წმინდა ინკვიზიციასაც კი არ უფიქრია ასეთი დახვეწილი წამება. მაგრამ ძველ ჩინელებს გაუჩნდათ ეს იდეა და "სილამაზისთვის" მათ ლამის დაუნგრიეს ფეხები გოგონებს და თანამედროვე მოდის დიზაინერებს. გასაგებია, ჩინელები ზოგადად სიმაღლით დაბალი ხალხია, მაგრამ სიმაღლით გამორჩეული ჰოლანდიელის, შცედისა და ფილეისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სრული კატასტროფაა. თუმცა სექსუალური კატასტროფა. განსაკუთრებით საზაფხულ სანდლებში, როცა ფეხი წინ მისრიალებს და თითები უნდა გეჭიროთ ისე, რომ ასფალტი არ მოხვეტონ. სექსუალურობა მსხვერპლს მოითხოვს? ადრე ამბობდნენ, რომ სილამაზე მოითხოვს მსხვერპლს. რას იტყვით ტერფების მოტეხილობაზე, ხელხემლის გამრუდებაზე, შეშუპებაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ვენური დაავადება, აქილევსის მყესის შემცირება ან ტკივილი? ჯოჯოხეთური ტკივილი რისთვის? იმისთვის, რომ ოცნებობ, პრინცი გაააგიჟო. პრაგმატულად თუ შევხედავთ და რაციონალურადაც, პრინცის დატოვებაზე რას იტყვით? როცა ხშირად მოუწევს თქვენი ხილვა "ჩუსტებში"? კაბები ღრმა დეკოლტეთი ახალგაზრდა ქალბატონებს პატარა მკერდით უწევთ აზღუდებში ჩაიფინონ ათასგვარი რამ, რაც მკერდს უფრო დიდს წარმოაჩენს. სხვათა შორის, ეს საზიანოა, რომ აღარაფერი ვთქვათ უსიამოვნებაზე, რომელიც შემთხვევითი ამოვარდნისას წარმოიქმნება. სპაგეტი კისრის არეში არის იტალიური კომედიის ეპიზოდი, მაგრამ ცხოვრების მკაცრი სიმართლე. თანამედროვე ქალებს მიაჩნიათ, რომ დეკოლტე რაც უფრო ღრმმა, მით საინტერესოა მამაკაცებისთვის და ამ მეცადინეობისას იგი ზალიან დაწიეს. იუმორით რომ ვთქვათ, დეკოლტე " ჭიპკოლტედ" იქცა. ქალებმა უნდა დაიმახსოვრონ ერთი ფსიქოლოგიური ოქროს წესი -მთლიანი სიშიშვლე ნაკლებად სექსუალურია, ვიდრე მაგალითად, მსუბიქად შეხსნილი ღილი პერანგზე, ან მაქმანით და გამჭვირვალე შიფონით დაფარული "საინტერესო" ადგილი. დაუწოვეთ წარმოსახვისა და ფანტაზიის საშუალება მამაკაცებს! "ვითა პეპელა, არხევს ნელ-ნელა" - გაგახსენდათ ალბათ, ტატოს ფაქიზად ვნებიანი ლექსი "საყურე". მამაკაცის ინტერპრეტაცია ასეთია - საყურე, რომელიც ქალის ყელსა და ზოგჯერ მხრებსაც ეხება, თითქოს თვითონ ეს მამაკაცია. და ეს ტატოს ლექსიდანაც ჩანს დაკვირვებული თვალისთვის., საყურეები ხაზს უსვამენ კისრის მოხდენილობას. შსაძლოა, ისინი მამაკაცებს ახსენებენ იმ დროს, როდესაც ქალები მსახურობდნენ საზეიმო დარბაზების დეკორაციად. თუმცა ქალისთვის ეს ძალიან არაკომფორტულია, რადგან მთელი ეს სილამაზე ირევა თმებში, ხელს უსლის მობილური ტელეფონის გამოყენებას და ყურის ბიბილოს ქაჩავს, რაც, სხვათა შორის, მტკივნეულია. საცვალი "სტრინგი" სტინგის ზონარი... საშინელება. მარტივი ქორეოგრაფიული ხრიკი. მოცეკვავე დუნდულებს სწორად არ იკავებს? უნდა წარმოიდგინონ, რომ დუნდულოებს შორის ფანქარი უჭირავს, რომელიც არ უნდა ჩამოვარდეს. " ჩამოვარდა"? იწყება ვარჯიში თავიდან. რა თქმა უნდა, თქვენ არ გჭირდებათ ჩხირების დაჭერა, რადგან მოცეკვავე არ ხართ, მაგრამ ამ ზონრის განცდა ალბათ ძალიან აუტანელია. კორსეტი როგორც ჩანს, სწორედ კორსეტების ტრიუმფალურმა დაბრუნებამ წარმოშვა ფემინიზმის მეორე ტალღა. გულწრფელად გითხრათ, ფემინიზმის ცუნამს უფრ9ო დავარქმევდი. საინტერესოა, რომ თანამედროვე კორსეტებს ოდნავი მსგავსება აქვთ წამების ამ ინსტრუმენტებთან ორასი წლის წინ, ისინი ბევრად უფრო რბილები არიან, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ: როგორ უნდა ვიჯდეთ? როგორ ვისუნთქოთ? არადა, ლამაზია, ვერაფერს იტყვი. განსაკუთრებით მაქმანიანი კორსეტები. 5 წუთით ქალებსაც მოწონთ, მერე კი აუტანელი ხდება. Მოკლე კაბა "მოკლე კაბა და მოკლე კაბა, მოკლე კაბა ალისფერი, როცა მოკლე კაბას ვხედავ, მავისწყდება ყველაფერი". უკაცრავად ალისფერი მოკლე კაბის ფოტო რომ არ დავდე, მეშინია არ დაგავიწყდეთ ყველაფერი და კითხვა არ შეწყვიტოთ, ამიტომ გადავიფიქრე დამედოალისფერი მოკლე კაბა. ამ ტაშფანდურა სიმღერაში ნამდვილად დევს მამაკაცის ატიტუდი მოკლე კაბასთან მიმართებაში. თუ ის ვიწროა, მუდმივად უნდა იქაჩო ქვევით. თუ ის ფართოა, უნდა ატაროთ დაძაბულმა, რომ ქარმა არ ააფრიალოს. მტრისას, რომ ყველა მამაკაცმა დაივიწყოს ასეთ დროს ყველაფერი... თუ მოკლე კაბა გაცვია და გამუდმებით ქვევით-ქვევით უნდა ქაჩო, უხერხული მომენტიც იქმნება. თუ უნდა ქაჩო, რატომღა გაცვია? მანქანაში როგორ უნდა ჩაჯდე? ავტობუსში როგორ უნდა ახვიდე? მოკლე კაბაზე მეტად თუ არა ნაკლებად სექსუალური არ არის გრძელი კაბა, რომელიც წინ ან გვერდზეა ჩახსნილი და ეს ჩახსნა საკმაოდ დიდია.... ასეთი კაბაც მამაკაცებს წარმოსახვისა და ფანტაზიის საშუალებას აძლევს და უფრო მიმზიდველსა და სასურველს ქმნის ქალს, ვიდრე თვით მოკლე კაბაც კი, სადაც ყველაფერი "რაღა დაგიმალოა". პოდიუმზე ასეთი ჩახსნილი კაბის ტარებას კიდევ არაუშავს, მაგრამ დაჯდომისას ზუსტად იგივე პრობლემები ჩნდება, რაც მოკლე კაბის - მინი ქვედაბოლოს ტარებისას. მაღალყელიანი კაპრონის წინდები იდუმალი რამ. ძალიან იდუმალი. მაგრამ რა იცის მამაკაცმა ეს წინდაა თუ კოლგოტი, ვიდრე ინტიმური სიახლოვის დრო არ დადგება? და როდის დადგება ვინ იცის? მუდამ მზადტოფნაში უნდა იყოს საწყალი ქალი, განსაკუთრებით ზამთარში, როცა საშინლად ცივა და ფეხის თითქმის შიშველი ნაწილები იყინება? ვინ მოიგონა ეს წამების იარაღი ქალისთვის? მამაკაცს, რომელიც გულთმისანია და გრძნობს, რომ წინდებში ხარ, გული უთბება. ვისურვებდი მას წარმოედგინა რას გრძნობს ქალი, როდესაც წინდა ქვევით ეშვება და მისი აზიდვის საშუალება არ არსებობს. ეპიკური შეგრძნებები იქნება ნამდვილად! კიდევ უფრო სექსუალურია წინდები უკან ხაზით. ეს ხაზები ადის და იკარგება მამაკაცის ფანტაზიებში, მაგრამ აი, აქ უკვე კიდევ ერთი დამატებითი სატანჯველია ფეხზე ხაზის მუდმივი სწორება, ხაზის ოდნავ გადახრამაც კი შეიძლება ფეხები ვიზუალურად საშინლად გახრილად და უფრომოდ წარმოაჩინოს. ტან ქალს თვალები ზურგზე არ აქვს "სამწუხაროდ", ანუ, როცა ასეთ წინდებს იცვამს, ერთი უკან მდევარი კონსულტანტიც თან უნდა მისდევდეს, რომ წარამარა აცნობოს ხაზის გამრუდებია შესახებ, რომ ეს ზალიან სექსუალური დეტალი, არასექსუალურ და გულიასმრევ დეტალად არ იქცეს. კაბები მოშიშვლებული ზურგით გოგონებს გამჭვირვალე ზურგით და პატარა მკერდით, ალბათ, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს ამაში, მაგრამ არა დიდმკერდიანები. სილიკონის აზღუდი უკანა სარტყელის გარეშე არაფერს იჭერს. რას იტყვით ზურგის რელიეფზე? ისე უნდა იჯდე, თითქოს შაჰაბასის ამორჩეული და მოთხოვნილი მსხვერპლი ხარ. მაქმანის საცვლები ერთი შეხედვით შეიძება გაჩნდეს კითხვა: რა არის აქ მოუხერხებელი? მთავარია, ზომა ემთხვეოდეს. გარდა იმისა, რომ მაქმანიანი საცვლები ბოინგის ფრთას ჰგავს, გაუგებარია რა ტანსაცმლის ქვეშ უნდა ჩაიცვა, რადგან მაქმანი ყველაფერში ჩანს, ქსოვილზე იკვეთება. ირმებიანი სვიტერის ქვეშ არ გამოჩნდება, რა თქმა უნდა, და არც სათხილამურო შარვლის ქვეშ. მოკლედ, მისი ჩაცმა მხოლოდ საწოლში თუ იქნება ეფექტური, თუმცა იქაც ნაკლებად კომფორტულია, თუ დილამდე იმ პრინცს უნდა ელოდო, რომელიც არც კი მოვა... ან კიდევ ფოტოგრაფს... რას იზამთ ქალებო, ფემინისტები მამაკაცებს გემოვნებას მაინც ვერასდროს შეუცვლიან რამდენიც არ უნდა სცადონ, ეს მათაც იციან, ამიტომ გადაწყვიტეს, ქალი იყიოს წამყვანი და ქალების სექსუალურ გემოვნებას ერგებოდეს მამაკაცების აქსესუარები. სტატიის მორალიც ზუსტად ამის მიზეზების წარმოჩენა იყო... 631 6-ს მოსწონს
|