x
image
თუთიკო ბერძენა
30 წლის შემდეგ ბედნიერი ქორწინების 6 მიზეზი
როდის არის დაქორწინების შესაფერისი დრო? უმეტესობა ირჩევს დაქორწინებას, რადგან ეს სიყვარულის ჟესტს ჰგავს. ზოგიერთ ქვეყანაში დაოჯახებას აქვს გარკვეული უპირატესობები.

image

თუ ოჯახის წევრები გიბიძგებენ დაქორწინებას ოცდაათ წლამდე, რადგან თვლიან, რომ ამის შემდეგ უკვე გვიანი იქნება, შეჩერდით და დაფიქრდით. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დაქორწინდეთ, მთავარია იპოვოთ ის, ვიც გენდობათ და ვისაც ენდობით. გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რატომ სჯობს დაქორწინდეთ მხოლოდ 30 წლის ასაკის შემდეგ"


  • თქვენ იცით, რა გსურთ ნამდვილად თქვენი მომავალი მეორე ნახევრისგან . დრო სჭირდება იმის გარკვევას, თუ რა მოგწონს და რა გჭირდება, აღარ გაგიკვირდებათ, იმის გარკვევა რამდენად განსხვავდება რეალური ცხოვრება იმისგან, რასაც წიგნებ ში ვკითხულობთ და ფილმებში ვხედავთ, მათი რომელი ნაწილებია რომანტიზებული და რომელია რეალურად მნიშვნელოვანი და ღირებული.

  • image


  • თქვენ ბევრად უკეთესი იქნებით თქვენი საჭიროებებისა და მოსაზრებების გადმოსაცემად თქვენს პარტნიორთან, ვიდრე მხოლოდ იმის იმედით, რომ მას შეუძლია "ამირან გულძში რას მღერის", ამის ამოცნობა. ჩვენ ყველანი ძალიან ემოციური და უგუნურები ვართ 20 წლის ასაკში, ჩვენ თანდათან ვსწავლობთ, ვიზრდებით და ვხდებით ისეთები, როგორებიც ვიქნებით. ეს რთული დროა იმისთვის, რომ მტკიცე ოჯახი შექმნა, რადგან ერთ ან ორ წელიწადში შეიძლება სხვა ადამიანი გახდე.


  • image

  • თქვენ ალბათ ბევრად უკეთესი იქნებით ფინანსურად თქვენი ოცდაათი წლისთვის, ვიდრე მანამდე ხართ.უკეთ მიხვდებით, ვისთან ერთად გინდათ მთელი ცხოვრება იყოთ და როგორი უნდა იყოს კარიერა ოცდაათი წლის შემდეგაც. არსებოსბ ანდაზა " როცა სიღარიბე კარში შემოდის, სიყვარული ჭუჭრუტანიდან იპარებაო. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ამის უარყოფას, ოჯახების დიდი ნაწილის დანგრევის მიზეზი სწორედ ეკონომიკური მდგომარეობაა დღეს.

  • image


  • 30 წლამდე მეტი დრო გექნებათ ექსპერიმენტებისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი საგნების გასაცნობად და სხვადასხვა გამოცდილების მისაღებად. იფიქროთ, რომ ეს სისულელეა, მაგრამ სჯობს ეს ყველაფერი სცადოთ იმის ნაცვლად, რომ ადრე დაქორწინდეთ და მერე დაიწყოთ ექსპერიმენტები.
    image


    5. თქვენ ცოლქმრულ ცხოვრებას უფრო დააფასებთ, თუ ოცდაათი წლის ასაკში იქორწინებთ. ამ დროისთვის, ადამიანების უმეტესობამ მოიშორა მათი გიჟური თავგადასავლები, გიჟური დრამატული კამათები და მზად არის მშვენიერი ცხოვრებით იცხოვროს მასთან, ვისთანაც თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობს.


  • image

    6. დაბოლოს, ოცდაათი წლის ასაკში უკეთესი ქორწილი გექნებათ. უკვე კარგად გეცოდინებათ, ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობრები და ვისთან ერთად გსურთ აღნიშნოთ ეს დიდებული დღე ცხოვრებაში. თქვენ უფრო თავდაჯერებული იქნებით და შეძლებთ გადაწყვეტილება თვითონ მიიღოთ, ვიდრე შეეცადოთ ასიამოვნოთ თქვენი მშობლები ან იდარდოთ იმაზე, თუ რას ფიქრობს დეიდა ქეთევანი თქვენს ცეკვასთან დაკავშირებით.




    0
    58
    6-ს მოსწონს
    ავტორი:თუთიკო ბერძენა
    თუთიკო ბერძენა
    58
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0