x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ მოვამზადოთ გემრიელი გოზინაყი საახალწლოდ
imageმასალა:

ნიგოზი - 1 კგ,

თაფლი - 800 გ,

ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრი.


მომზადება:

ნიგვზის (სასურველია თეთრი ) ლებნები დაჭერით მჭრელი დანით, დაყარეთ ტაფაზე და ოდნავ მოხალეთ, ისე, რომ არ გაწითლდეს.

გააგრილეთ, გადაიტანეთ ლანგარზე და დაბერტყეთ, თან სული უბერეთ, სანამ კანი მთლიანად მოშორდება.

ღრმა, სქელძირიან ტაფაზე დააასხით 800 გ თაფლი და შედგით ცეცხლზე.

დუღილის დროს თაფლი აქაფდება და რომ არ გადმოვიდეს, რამდენიმე წუთით გადმოდგით, შემდეგ ისევ შედგით ცეცხლზე. როცა თაფლი დაცხრება და მშვიდად დაიწყებს დუღილს, რამდენიმე წვეთი კოვზით ამოიღეთ ლამბაქზე, აცალეთ გაცივება და თუ წვეთი თითებს შუა ცომივით აგორდა, თაფლში ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.

განუწყვეტლივ ურიეთ ხის კოვზით, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მოაყარეთ ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრი, კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ (4-5 წუთის შემდეგ) და ცეცხლიდან გადმოდგით.

გოზინაყის მთელი მასა გადაიტანეთ წინასწარ გარეცხილ სველ ფიცარზე და კოვზით გაასწორეთ, გაააბრტყელეთ, თბილი დანით დაჭერით რომბისებურად.

გემრიელად მიირთვით.

1
3527
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
3527
  
2016, 20 მაისი, 14:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1