ფსიქოლოგია აირჩიე სიმბოლო და გაიგე, ცხოვრების რა ეტაპს გადიხარ 2021, 29 აპრილი, 12:51 ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი -როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.
ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამიანურ საქციელს. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერს და ფიზიოლოგს, ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა, შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა, გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადასვლისას, ჩვენ პიროვნულ ცვლილებას განვიცდით. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ რომელ ეტაპზე იმყოფებით, დაუკვირდით ზემოთ მოცემულ სიმბოლოებს და აირჩიეთ ერთ-ერთი. წაიკითხეთ თქვენთვის შესაბამისი ახსნა. აირჩიე სიმბოლო და გაიგე, ცხოვრების რა ეტაპს გადიხარ1. ათლეტური ეტაპი. ცხოვრების ყველაზე გაუაზრებელი ეტაპი, რომელსაც გავდივართ, არის ათლეტური ეტაპი - თავდაჯერებულობა და ნარცისიზმი. ეს ის დროა, როდესაც ადამიანები გამუდმებით ზრუნავენ საკუთარ თავსა და გარეგნობაზე, ფიგურაზე. მოუმწიფებლობის გამო, ამ ეტაპზე ადამიანები ისე ცხოვრობენ, თითქოს სამყარო ტრიალებს მათ გარშემო. ჩვეულებრივ, ამ ეტაპზე თინეიჯერი ადამიანები იჭედებიან. 2. მეომრის ეტაპი. ჩვეულებრივ, ათლეტის ფაზის შემდეგ, დგება მეომრის ეტაპი. ამ ეტაპზე სიმწიფე იზრდება, რადგან ადამიანები იგებენ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან საკუთარი ქმედებების შედეგებზე და ასევე აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას გარშემომყოფების წინაშე. ვსწვალობთ ცოდნის გამოყენებას. ასევე, წარმატება, ამბიცია და მიზნების მისაღწევად სწრაფვა ახასიათებს ამ ეტაპს. 3. დეკლარაციის ეტაპი. ეს არის ცხოვრების ეტაპი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენს სამყაროში საკუთარი შთამომავლობის მოყვანას. წინა ეტაპზე თქვენ ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და სხვებზე, ამიტომ დროა სხვის ცხოვრებას მიხედოთ. 4. სულიერი ეტაპი. სულისკვეთების ფაზა სიცოცხლის ბოლო ეტაპია. ახლა მივხვდით, რომ სამყაროში უფრო მეტი რამ არის, ვიდრე ამ მატერიალურ სამყაროში დაინახეთ და ისწავლეთ. სულიერ სამყაროში ჩაღრმავებისთანავე თქვენი ცხოვრება ორიენტირებული იქნება სინათლის გაბრწყინებაზე ბნელ ადგილებში და ასაზრდოებთ და თანაუგრძნობთ ისე, რომ საპასუხოდ არაფერს მოელით. თქვენ აღმოჩნდებით სხვის მასწავლებლად და ხელმძღვანელად, რათა მათ ასევე შეძლონ ამ ეტაპზე გადასვლა და იყვნენ მადლიერნი. ეს ეტაპი არის დასასრული, მაგრამ ასევე ახალი სიხარულის დასაწყისია. 224 7-ს მოსწონს
|