პოლიტიკა ვიდეო:ისრაელმა ბირთვულ ცენტრთან რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ სირიას ავიადარტყმა მიაყენა 2021, 22 აპრილი, 21:15 ისრაელის არმიამ სირიაზე შეტევის შესახებ განაცხადა, რის შედეგადაც ოთხი სამხედრო დაიჭრა. ისრაელის თავდაცვის არმიამ განაცხადა, რომ თავდასხმა განხორციელდა მას შემდეგ, რაც ნეგევის უდაბნოში რაკეტა ჩამოვარდა. . "სირიადან გაისროლეს სამხრეთ-ნეგევის ისრაელის რეგიონში "რაკეტა-კლასის"მიწა-ჰაერის" რაკეტა. ამის საპასუხოდ, ჩვენ დავარტყით ბატარეას, სადაც რაკეტა იქნა გაშვებული სირიაში არსებული საჰაერო ხმელეთის სისტემების დამხმარე ბატარეებით სისტემა-კლასი "მიწა-ჰაერი."- ავრცელებს ისრაელის არმია. "he Israel Times "-ის ცნობით, რაკეტა დაეცა დიმონის ბირთვულ ცენტრთან. შემდგომში აღმოჩნდა, რომ კომპლექსი არ დაზიანებულა. Reuters-ის ჟურნალისტმა დენ უილიამსმა განმარტა, რომ ინციდენტი შეიძლება მომხდარიყო ცენტრიდან დაახლოებით 30 კმ-ის დაშორებით. სირიის არაბთა რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელმა "განახორციელა საჰაერო აგრესია" და დაარტყა გოლანის სიმაღლიდან(გოლანის სიმაღლე ისრაელის მიერ კონტროლირებად ნაწილში ყველაზე მაღალი წერტილია) დამასკოს მიმდებარე პუნქტებს. ”აგრესიის შედეგად დაიჭრა ოთხი ჯარისკაცი და მიყენებული იქნა მატერიალური ზარალი.”- ამბობენ დეპარტამენტის წარმომადგენლები. 89 შეფასება არ არის
|