x
image
თუთიკო ბერძენა
რა ღირს ავტომანქანა, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები მართავენ. ძალიან გაგაოცებთ!
image


საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპია, რომ თუ მდიდარი ხარ, დიდი და ძვირადღირებული ავტომანქანა გჭირდება. საქართველოში ეს სტერეოტიპი იმდენად მუშაობს, რომ ადამიანი, რომელსაც ბანკის ვალი აქვს, მაინც ძვირადღირებული ავტომანქანის ყიდვისკენ ისწრაფის. ერთ-ერთი უმდიდრესი კაცის სტივ ჯობსის უკანასკნელ სიტყვებსაც შეგახსენებთ აქვე: "150 000 $-იანი ავტომანქანით ვივლით, თუ 20 000$-იანით, გზა და მანძილი ერთნაირია და დანიშნულების ადგილამდე ორივე მიგვიყვანს".


და მაშინ რატომ ყიდულობენ? ალბათ თავდაჯერებულობის გასაზრდელად, რომ რაღაცას წარმოადგენ და მთლად ჭანჭიკის არ ხარ ამ წუთისოფელში ან იქნებ სხვების ჯიბრით, რომ ვიღაცამ იფიქროს, "ვაა, რა მაგარი ავტომანქანა ჰყავს, ალბათ კაი ტიპია" და იმისთვის, რომ ვიღაცამ ასე იფიქროს, ღირს ვალით ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენა და ბანკის ყულფში თავის გაყოფა? თუ ნაგავი ხარ, ილონ მასკის "ტესლაშიც" ნაგვად დარჩები და თუ კარგი ან ძლიერი ადამიანის სტატუსი გაქვს საზოგადოებაში, ურემზეც არ დაკარგავ ამ სტატუსს. არარაციონალურია იარო ძვირადღირებული ავტომანქანიტ სხვების თავმოსაწონებლად და შინ შვილებს ხილი ენატრებოდეთ. დიახ, არანაირი ჰიპერბოლიზება ეს არ არის. ბევრი ოჯახია ასე. მიმოიხედეთ.


მოდით გავეცნოთ ცნობილ 10 ადამიანს, რომლებიც არ გრძნობენ საჭიროებას, რომ თავიანთი სიმდიდრე რკინის გროვაში გადაიხადონ.


რომის პაპი. . 1984 წლის Renault 4-ს ატარებს. ეს იმდენად იაფია, რომ მეც კი შემიძლია მისი ყიდვა.


image



კონან ობრაიანი
კონანი მართავს 1992 წლის Ford Taurus SHO- ს, რომელიც ნაგვად ითვლება. არადა კონანი მილიარდი დოლარის მფლობელია

image

დენიელ რედკლიფი
არა, იგი ცოცხის ჯოხზე ნამდვილად არაა გადამჯდარი, მაგრამ მის ფინანსურ კაპიტალთან შედარებით Fiat Punto ნამდვილად " შეუსაბამოა". "მე თავი დავანებე მცდელობას გამოიყურებოდე მდიდარი", - ამბობს დანიელი

image


სტივ ბალმერი
Microsoft- ის ყოფილი გენერალური დირექტორი მართავს Ford Fusion Hybrid- ს. ყველაფერი ხომ შეფარდებითია და ეს 35 000 დოლარი არაფერია მის 22, 2 მილიარდი დოლარის ქონებასთან. ანუ სტივი დოლარების ზღვაში წვეთზე ზის.
image


კლინტ ისტვუდი
კლინტი დღემდე მართავს GMC Typhoon- ს, მსუბუქ სატვირთო მანქანას, რომელიც მას 29 500 დოლარი დაუჯდა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. დაახლოებით 1992 წელს. "დადის და მშვენივრად მუშაობს, ასრულებს თავის ფუნქციას. რატომ შევცვალო? მეც ხომ დავბერდი, მაგრამ უნდა გადამაგდონ" - ამბობს მსახიობი, რომელსაც ბანკის ანგარიშზე 1 მილიარდ დოლარამდე აქვს.

image


მელ გიბსონი
მელ გიბსონი, მიუხედავად მის ანგარიშზე 425 მილიონი დოლარისა, მართავს Toyota Cressida- ს. აირჩიოთ 5, 000 აშშ დოლარად იყიდა. დაუწუნეთ რაიმე გიბსონს?

image


ლეონარდო დიკაპრიო
ო, ლეო, ლეო! გასაკვირი არ არის, რომ როგორც გარემოს დამცველი, ლეო, მართავს Toyota Prius- სს. 2015 წლისას, გესმით? ჩვენთან ასეთბი ტაქსებად ჰყავთ გადაკეთებული, ლეო კი ერთ-ერთი უმდიდრესი კინოვარსკვლავია!

image


ჯენიფერ ლოურენსი

მარტო მამაკაცები არა, ქალებიც კეკლუცობენ მარალი კლასის ავტომობილებით საქართველოში. ზოგჯერ ავტომანქანა ქალზე ლამაზია. ულამაზესი ჯენიფერი კი 10 წელია მართავს და ვერ ელევა Volkswagen Eos- ს.


image


კოლინ ფარელი
კოლინი მართავს მეხუთე თაობის Ford Bronco- ს, რომელიც დაახლოებით 5000 აშშ დოლარად შეიძინა წლების წინ. არადა ეს თანხა მისი ყოველდღიური ჯიბის ფულია.

image




ტომ ჰენქსი
ტომ ჰენქსი მართავს $ 15, 000 Scion xB- ს. 400 მილიონი დოლარის ქონების მქონე კაცისთვის ეს არც ისე ძვირია.

image



1
907
9-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
907
  
2021, 21 აპრილი, 23:16
ამათ "კარეტებთან" შედარებით, ჩემთვის ჩემი ძმის მიერ ნაჩუქარი "აუდი" სამეფო მანქანაა. :)))
0 1 1