კორტნი ტილია, მაგისტრის ხარისხის მქონე პედაგოგი, რომელმაც პროფესია შეიცვალა და დღეს საკუთარი, პიკანტური სურათების გაყიდვით უზარმაზარ ფულს გამოიმუშავებს
იცნობდეთ ეს კორტნი ტილიაა, მრავალშვილიანი დედა ამერიკის შეერთებული შტატების შტატ არიზონადან.
კორტნი 4 შვილის დედა და მეუღლეა. მაგისტრის ხარისხის მქონე პედაგოგმა, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ასწავლიდა 6 წლის მანძილზე ერთ დღეს მოულოდნელად შეწყვიტა პედაგოგიური საქმიანობა. მისი თქმით ის დაიღალა ყოველდღიური ერთფეროვანი ცხოვრებით და დაფასთან დგომით, მან გადაწყვიტა შეეცვალა საკუთარი ცხოვრებით!-წერს ""New York Post".
კორტნიმ დატოვა სამსახური და მალე ოჯახში ფინანსურმა პრობლემებმა იჩინა თავი. მიუხედავას იმისა, რომ კორტნის ერთგული და მოსიყვარულე მეუღლე მუშაობდა, მაინც ვერ ხერხდებოდა ფინანსური საჭიროებისათვის საჭირო თანხის გამომუშავება.
კორტნიმ მეუღლის თანადგომით და აქტიური მხარდაჭერით ბოდიბილდინგს მიჰყო ხელი და შედეგმაც არ დააყოვნა, კორტნი გახდა ფიტნეს-მოდელი. თუმცა კორტნის ცხოვრებაში ამას ბევრი რამ არ შეუცვლია, მწუხარე და დეპრესიული ფიქრები არ ტოვებდნენ მას მანამ, სანამ ის არ შეხვდა ფოტოგრაფს, რომელიც მუშაობდა სტილში, სადაც შიშველი სხეულის წარმოჩენაა.
ეს შეხვედრა გახდა გარდამტეხი მომენტი კორტნის ცხოვრებაში, ის მიხვდა თუ რა უნდოდა მას ცხოვრებისგან.
მან მალე გახსნა სოციალურ ქსელებში თავისი აქაუნთები, სადაც განათავსა თავისი სურათები. ასევე სპეციალურ საიტებზე განათავსა თავისი სურათები. 33 წლის ყოფილი პედაგოგის თქმით მისი წლიური შემოსავალი სასკოლო შემოსავალთან შედარებით გაიზარდა 4-ჯერ. სადღეისოდ კი კორტნის წლიური შემოსავლის შედარება პედაგოგის წლიურ შემოსავალთან, რასაც ის იღებდა არც კი შეიძლება იმდენად დიდ თანხას გამოიმუშავებს კორტნი.
კორტნის თქმით ის არაფერ სამარცხვინოს არ აკეთებს, ქალებს კი აძლევს სტიმულს ცხოვრების შესაცვლელად.
"სულაც არაა სირცხვილი საკუთარი სხეულის სექსუალურად წარმოჩენა და ასეთი სურათის გაყიდვა"-ასეთია ყოფილი პედაგოგის აზრი და შეხედულება ამ საკითხისადმი.
+14