სალადინი, ყველაზე ცნობილი ქურთი, ცხოვრობდა 1137-1193 წლებში. დაიბადა ერაყის ქალაქ თიქრითში, საიდანაც გააძევეს მისი ოჯახი. გამოირჩეოდა რაინდული თვისებებით.
1169 წელს დაინიშნა ეგვიპტის ვეზირად. 1171 წელს ფატამიდების დამხობის შემდეგ, გახდა ეგვიპტის სულთანი და საფუძველი დაუდო აიუბიდების დინასტიას. მან დაიპყრო სირია, ერაყი, იემენი და შექმნა ვრცელი იმპერია.
1187 წელს სალადინმა იერუსალიმი აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნებმა იერუსალიმის აღების შემდეგ ყველა მუსლიმი ამოწყვიტეს, სალადინმა გულმოწყალება გამოიჩინა და ხელი არ ახლო მშვიდობიან მოსახლეობას.
1191-1192 წლებში სალადინს ებრძვის ინგლისის მეფე, რიჩარდ ლომგული, რომელმაც რამდენიმე ბრძოლა მოიგო და გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა იერუსალიმის აღება ვერ შეძლო და სალადინთან ზავი დადო.
სალადინის დროს ეგვიპტესა და საქართველოს ერთმანეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდათ. თამარ მეფემ ელჩები გაუგზავნა სულთანს და მუსლიმანთა მიერ მიტაცებული ქრისტიანთა წმინდა სალოცავების გათავისუფლება თხოვა, რაზეც სალადინი დათანხმდა.
სალადინის დროს ქართველები, ევროპელებისგან განსხვავებით, პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ქართველი მხედრები არ იხდიდნენ გადასახადს და გაშლილი დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში.