დღეს მაღაზიის თაროებზე ყველგან შეიძლება შეგხვდეთ კრემები მარკირებით BB, CC, DD და PP. იცით რა განსხვავებაა მათ შორის?
BB-კრემი
BB კრემის სახელი ნიშნავს სილამაზის ბალზმს ან ლაქების ბალზმს (" beauty balm და blemish balm"). აი მისი მახასიათებლები:
-არის კარგი დამატენიანებელი;
-ერგება ყველა სახის კანს;
-უმკლავდება სიწითლეებს;
-აცხრობს ანთებებს:
- აშორებს ზედმეტ პიგმენტებს;
- არის კარგი ბაზა მაკიაჟისთვის:
-იცავს კანს მზის სხივებისგან;
მიუხედავად ამისა, BB კრემს არ შეუძლია ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემის ჩანაცვლება სრულებით.
СС- კრემი
განსხვავება СС და BB კრემებს შორის ისაა, რომ პირველი გაუმჯობესებული ვერსიაა კორექტორის ტონირების, ხოლო მეორე ტონალური დაფარვის გაუმჯობესებული ვერსია. თუკი BB კრემი შედგება 70% ტონალურისა და 30% დამატენიანებლისგან, СС-ში შემადგენლობა პირიქითაა, დამატენიანებელი მეტია ტონალურზე, ამიტომაც მას მსუბუქი დაფარვა აქვს. მისი მახასიათებლებია:
-სახის კანის სიყვითლის ან სიწითლის წინააღმდეგ ბრძოლა;
-მსუბუქი სტრუქტურა;
-სპეციალური მათეთრებელი ნაწილაკები, რომლებიც ანათებენ კანს და ასხივოსნებენ;
СС კრემი არ უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს
DD-კრემი
DD კრემი აღნიშნავს ყოველდღიურ დაცვას, daily defence. მისი ძირითადი დანიშნულება კანის დაცვაა გარემო ფაქტორებისგან. სმოგისგან, სხვადასხზვა გამონაბოლქვისგან, რადიაციისგან.
- ამ კრემის ხშირი გამოყენება არ ღირს, რადგან ის ავსებს ფორებს;
- DD კრემს არ საჭიროებს ახალგაზრდა კანი;
- აქვს გამჭვირვალე ტექსტურა, ამიტომაც არ შეუძლია დამატენიანებელი კრემის ჩანაცვლება;
EE- კრემი
აღინიშნება როგორც extra еxfoliation, ექსტრა ექსფლოაცია. მისი ხშირი გამოყენება არაა კარგი და ასევე თხელი და პრობლემური კანისთვის მიზანშეწონილი არაა.
-აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს;
-იცავს მზის ზემოქმედებისგან;
-ატენიანებს;
-ანათებს კანს;
-ებრძვის ანთებას;
PP- კრემი
“ვარდისფერი სრულყოფილება" ( Pink рerfect) არის ბაზა მაკიაჟისთვის. კრემში სილიკონის ნაწილაკები ავსებს კანის ყველა უსწორმასწორობას, ათანაბრებს ნაოჭებს, ნაწიბურებს და ამცირებს ფორებს.
- PP კრემის ტექსტურა გამჭვირვალეა;
- მის გამოყენებამდე საჭიროა კანის დატენიანება;
- ერგება ყველა ტიპის კანს, მაგრამ მისი გამოყენება დამატენიანებლის სახით სხვა კრემის გამოყენების გარეშე მიზანშეწონილი არაა;