თეატრი მოკლედ, სტალინი და ბერია არაა ჯერ, მაგრამ მოდის რევოლუცია, ხმა გესმით? 2021, 18 აპრილი, 15:00 თეა წულუკიანმა, რობერტ სტურუას გზად, ბესო ზანგურს თეატრიდან წასვლა ურჩია, რამეთუ შეუძლებელია მოძალადეს ერქვას ხალხის სიყვარული. ბესო ზანგურის ყველა როლი, არათუ რაიმე ღირებულების მატარებელი, ახლა უკვე სამარცხვინო და იაფფასიანია. ამიტომაც მისი ყველა როლიდან მოხსნა, სწორი დასაწყისი და გაგრძელებაც ადექვატური იყო, უნდა წავიდეს თეატრიდან აუცილებლად. თეა წულუკიანი, კულტურის მინისტრად, ცოტა ხნის წინ დაინიშნა და უკვე ცდილობს თავისი ნიშა დაამჩნიოს ქართულ სანახაობრივ სივრცეს. მან თანამდებობიდან წასვლა, ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორს, თორნიკე მარჯანიშვილსაც მოსთხოვა, მიზეზად კი მისი პოლიტიკური ორიენტირი დაასახელა, რადგან თორნიკე 2020 წელს იმ პოლიტიკური გუნდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, რომელიც ქართულ ოცნებას გამოეყო. მოკლედ, სტალინი და ბერია არაა ჯერ, მაგრამ მოდის რევოლუცია, ხმა გესმით? 504 შეფასება არ არის |
რობიკო ინგლისის სამეფო თეატრმა და არა მარტო მან, მსოფლიოს ყველა დროის ერთერთ ყველაზე წარმატებულ რეჟისორად აღიარა.
ნაცები წავიდნენ რობიკო აქაა, რადგან მსოფლიო კულტურის უნიჭიერესი წარმომადგენელია.