x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იპოლიტს აზიელი ითამაშებს,ლია ახეჯაკოვას გმირს შავკანიანი-ამერიკაში "ბედის ორონიას"გადაიღებენ
imageაღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოეთის ქვეყნებში უპოპულარეს ფილმს "ბედის ირონია, ანუ გაამოთ!" აშშ-ში გადაიღებენ. ბალტიული წარმოშობის რეჟისორმა მარიუს ვეისბერგმა, რომელიც ცნობილია ფილმებით "ჰიტლერ კაპუტ" და "რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ", გადაწყვიტა ელდარ რიაზანოვის ცნობილი ფილმის ამერიკული რემეიკი შექმნას.


მარიუს ვეისბერგს, რომელიც კარგა ხანია აშშ-ში ცხოვრობს ამბობს, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაებადა იდეა, გადაეღო "ბედის ირონიის" ამერიკული ვარიანტი, რადგან მას სურდა ამერიკელებისთვის ეჩვენებინა "რაღაც ნაღდი რუსული".


”ვაკვირდებოდი შეერთებული შტატების ქალაქების განაშიანებას და ვხედავდი, რომ აქაც იყო უბნები ერთნაირი სახლებით, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში და მობინადრეებიც ასევე აფორმებენ ბინებს;ასე, რომ რომ მსგავსება იყო! მივხვდი, რომ "ირონია ..." შესაძლებელია აქტუალური იყოს ამერიკაშიც.


გადაღებები ბოსტონის ახლო მდებარე ქალაქებში იქნება, როგორც რეჟისორი ამბობს ეს ადგილები იდეალურად შეესაბამება ფილმს, რადგან აქაურობა ერთნაირი პროექტებითაა სავსე.


ახლა კი გავიცნოთ ამერიკული რემეიკის გმირები:

ჟენია ლუკაშინის გმირს ერქმევა გრიფინი, ხოლო ნადიას გმირს მარგო.საბჭოთა კომედიისგან განსხვავებით, ბედი მათ გაცილებით ადრე შეახვედრებს ერთმანეთს.


სიუჟეტის მიხედვით, გრიფინი ერთ-ერთ რესტორანში წავა, რათა თავის საცოლეს ხელი სთხოვოს, მაგრამ საცოლე შესთავაზებს ეს ამბავი ახალ წლისთვის გადადონ, რადგან ასე "ინსტაგრამისთვის" უკეთესია!


რესტორანიდან მეორე დღეს, მომავალი ქორწილის აღსანიშნავად, გრიფინი მეგობრებთან ერთად მიდის რუსულ აბანოში, ბოსტონში ხუთი ასეთი აბანოა. გმირი გაციებულია, ის დათვრება, ტაქსს განოიძახებს და მანქანაში დაეძინება. მძღოლს ნავიგატორი აერევა და სხვა ქალაქში მიდის ქუჩაზე Maple Drive.რაც საკმოად ნაცნობია სიტუაციაა ამერიკაში, რადგან თითქმის ყველა ახლომახლო ქალაქშია ეს ქუჩა. ასე აღმოჩნდება გრიფინი მარგოს ბინაში....

imageლუკაშინის როლს შეასრულებს თომას მანი.

imageნადიას როლს შეასრულებს ჯულია რობერტსის ნათესავი ემა რობერტსი


"მარგოს აფროამერიკელი დაქალი ეყოლება. (ორიგინალში ლია ახეჯაკოვას გმირი) ლეა ახეჟაკოვას როლი. რაც შეძება გრიფს მას ლათინო-ამერიკელი მეგობარი ეყოლება."-ამბობს რეჟისორი.


ფილმის გადაღებები დაიწყება 2021 წლის 1 ივლისს.ხოლო მისი პრემიერა დაგეგმილია ახალ 2022 წელს.


შეგახსენებთ, რომ ცნობილი საბჭოთა ფილმის რემეიკი გადაღო ბოლივუდმა სახელწოდებით "მე მიყვარს ახალი წელი"რომლის პრემიერაც 2015 წელს შედგა.

image



0
231
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
231
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0