ჩოგბურთი ამერიკელი ჩოგბურთელი კარანტინში ტანსაცმლის ფულს სიშიშვლით ზოგავს 2021, 17 აპრილი, 21:41 ყოფილი ამერიკელი ჩოგბურთელი ეშლი ჰერქლიროუდი კარანტინის დროს ტანსაცმლის ფულს სიშიშვლით ზოგავს და ამის დამადასტურებელი ფოტოც "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
34 წლის ეშლის კარიერის საუკეთესო პერიოდი 17 წლის წინ, 17 წლისავე ასაკში ჰქონდა, როცა მსოფლიოს 39-ე ჩოგანი გახდა და "როლან გაროსის" მესამე წრეში გავიდა.
თუმცა ჰერქლიროუდმა სახელი სხვა "მიღწევით" გაითქვა, 2008 წელს ის გახდა პირველი პროფესიონალი ჩოგბურთელი, რომელმაც "ფლეიბოის" ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მისი სურათიც ჟურნალის ყდას ამშვენებდა.
1782 1-ს მოსწონს
|