x
image
ოტი
1876 წლის 27 აგვისტოს რუსეთის ჯარმა იერიშით აიღო და დაანგრია სოფელი ხალდე, აჯანყებულ სვანთა სიმაგრე

imageანტიკოლონიური აჯანყება, მიმართული ცარიზმის პოლიტიკის წინააღმდეგ, დაიწყო მიწების გაზომვასთან დაკავშირებით, როდესაც სვანეთის მოსახლეობა დარწმუნდა, რომ მეფის მთავრობა ახალი გადასახადებისა და სამხედრო ვალდებულების შემოღებას აპირებდა. 1875 წლის ივნისში, მეფის რეჟიმითა და პოლიტიკით შევიწროებულმა „თავისუფალი სვანეთის“ 2 ათასამდე წარმომადგენელმა, სოფელ ლალხორში თავი მოიყარა, სადაც ყ. შარვაშიძისა და ა. ფარჯიანის მეთაურობით კვირიკეს ეკლესიაში ფიცი დადეს, რომ თუ მთავრობა ხელს არ აიღებდა თავის განზრახვაზე, მაშინ იარაღით იბრძოლებდნენ თავის დასაცავად. შექმნილი ვითარების გამო 1875 წლის ივლისში სვანეთში გაიგზავნა სამხედრო ექსპედიცია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აჯანყებულებს პირობა მისცეს, რომ მთავრობა არ შემოიღებდა ახალ გადასახადებსა და სამხედრო ვალდებულებას. ამით შეძლეს აჯანყებულთა ნეიტრალიზება და სვანეთში მშვიდობიანი შესვლა. მთავრობის ღონისძიებათა წინააღმდეგ სისტემატური გამოსვლებისა და უკანასკნელ მღელვარებაში მონაწილეობისათვის აჯანყების მეთაურად ცნეს და დაადანაშაულეს 16 კაცი, რომელთაც რამდენიმე წლის პატიმრობა ან სვანეთიდან გასახლება მიუსაჯეს. ბრალდებულთაგან გ. გასვიანმა, ჩ. ჯოხაძემ და შ. ქურდიანმა თავს გაქცევით უშველეს. იმავე წელს 4 პატიმარი ქუთაისის ციხეში გარდაიცვალა.
ერთი წლის უშედეგო დევნის შემდეგ მაზრის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციამ სოფ. ხალდეს მცხოვრებთ მოსთხოვა უზრუნველეყოთ თანასოფლელების გ. გასვიანისა და ჩ. ჯოხაძის პოლიციაში გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელს დასჯით ემუქრებოდნენ. ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო სამხედრო ასეული სოფელში შევიდა და ჯარისკაცები მცხოვრებლებს დაერივნენ. ხალდელებმა თავიანთი კოშკებიდან მომხდურებს ცეცხლი დაუშინეს, ასეულის უფროსი, მამასახლისი და რამდენიმე ჯარისკაცი დახოცეს. ამას მოჰყვა მაზრის უფროსის, ბოქაულის, მომრიგებელი მოსამართლის, აგრეთვე რამდენიმე სამოქალაქო და სამხედრო პირის სიკვდილი თუ დაჭრა (პირველივე ბრძოლაში თითქმის მთელი ასეული განადგურდა, ხალდელთაგან მხოლოდ რამდენიმე კაცი დაიჭრა).
საგანგაშო ვითარების გამო სვანეთში ახალი დიდი სამხედრო ექსპედიცია გაიგზავნა (1200-კაციანი რეგულარული ნაწილი, საარტილერიო ბატარეა, მესანგრეთა რაზმი და მილიციის ს ასეული). ამასთანავე მზადყოფნაში მოიყვანეს ყაბარდოსა და აფხაზეთის ხაზის სამხედრო ნაწილები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში სვანეთში ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან უნდა შეჭრილიყვნენ.

1876 წლის 21 აგვისტოს დილით დაიწყო იერიში, რომელიც 27 აგვისტოს აჯანყებულების შეპყრობით, ხალდეს აღებით და სრული მოსპობით დამთავრდა
(თერთმეტი კოშკი, ორი ათეული მაჩუბი და XI საუკუნის უნიკალური ტაძარი იქნა სრულად დანგრეული).
შეპყრობილ 8 კაცს სამხედრო სასამართლომ სამუდამო კატორღა ან შორეულ მხარეში გადასახლება მიუსაჯა. ამასობაში დააპატიმრეს აჯანყების 22 მონაწილეც, რომელთა დასაცავად აღდგა საქართველოს ფართო საზოგადოება ა. წერეთლის, ნ. ნიკოლაძის, დ.ლორთქიფანიძის, ლ. ლოლუასა და სხვების მეთაურობით. მიუხედავად მხურვალე თანაგრძობისა და მხარდაჭერისა, აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა. ამასთანავე აიკრძალა ხალდეში დასახლება, მას ახალი იფრალი დაერქვა.
აჯანყებას მიეძღვა ცნობილი სვანური სიმღერა "გაუ ლგავხე".

9
161
2-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
161
  
2021, 18 აპრილი, 23:51
თქვენც ასევე.
2021, 18 აპრილი, 23:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 18 აპრილი, 22:48
ლევან სანიკიძე წერს ჩემს მიერ ნახსენებ შეხვედრაზე, სხვა წყაროც იგივეს იმეორებს.
ნუ საქართველოს ისტორიად წოდებული ისტორია, რომ ხელახლაა გადასაწერი ეს უცხადესია.
ზოგადადად ტერმინი ქართველიც ძალიან გვიან იქნა მიღებული.
ვისთვის როგორ და ჩემთვის ეს ქვეყანა იბერიაა ანუ იბერიული ეთნოსების გაერთიანება.
იბერია სრულიად ლეგიტიმური სახელწოდება იქნებოდა ამ ქვეყნისათვის, კოლხეთის სახელმწიფო იწოდებოდა იბერიად, რომელიც მოგვიანებით აღმოსავლეთშიც გავრცელდა. მაშ რატომ არ უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა და არ დავუბრუნოთ ერთ დროს დიად და რეგიონში საკმაოდ ვრცელ ქეყანას ძველი სახელი?
მადრიდში, "პრადოს" მუზეუმში დაცულია ნახატი, რომელიც რომში მეფე ფარსმანის შესვლას ასახავს. ნახატს აქვს წარწერა: "იბერიის მეფე".
სამწუხაროდ გადაღების უფლება არ მომცეს, ქართველი ისტორიკოსი ბატონი ტუღუშიც იყო მანდ, მაგრამ უამრავი მცდელობის მიუხედავად მუზეუმის ხელმძღვანელობამ არ მისცა ნებართვა.
პოლიტიკა ლავირების ხელოვნებააო ერთმა ჭკვიანმა კაცმა, შესაბამისად პოლიტიკური შეხედულებები და ვექტორი იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინი და მისი რეჟიმი ჩემთვის მიუღებელია, მე რომ პოლიტიკოსი ვიყო ოღონდ მცირე დათმობა მოხერხდეს და პუტინს კი არა ეშმაკს მივუჯდები მოლაპარაკების მაგიდასთან.
2021, 18 აპრილი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 18 აპრილი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 18 აპრილი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 18 აპრილი, 13:50
ერეკლე იყო გენიალური სტრატეგი, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი მოიკოჭლებდა.
როცა დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრებმა შესთავაზეს ერთიანი საქართველოს მეფობა აეღო ხელში, სათათბირო მაგიდა დატოვა და დარეჯან დედოფალთან შევიდა მოსათათბირებლად. დარეჯანს თავისი შვილების მომავალი სტატუსი უფრო ადარდებდა ვიდრე საქართველო და ერეკლეს უარი ათქმევინა მეფე-მთავრების შეთავაზებაზე.
გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერა ქართლ-კახეთის გამოუვალი მდგომარეობით
იყო განპირობებული, იმ დროისათვის დასავლეთ საქართველო მომძლავრებული იყო და არაფერი ემუქრებოდა.
გეორგიევსკის ტრაქტატმა შეიწირა დასავლეთ საქართველოს, იმერეთის სამეფოს და რამდენიმე სამთავროს თვითმყოფადობა.
ახლა მონარქია, რომ აღსდგეს ეს დამატებით პრობლემას გააჩენს, რადგან ერეკლე || არ ყოფილა ერთიანი საქართველოს მეფე და ახალი მონარქი ვერ იქნება ლეგიტიმური მთელი საქართველოს მასშტაბით.
2021, 17 აპრილი, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2021, 17 აპრილი, 16:52
მაინც არ ესმით ვაი ქართველებს რუსეთი ერთმორწმუნე კი არა ისტორიული მტერი რომაა.
0 1 9