პოლიტიკა იყო თუ არა ნაპოლეონის მამლუქი,-რუსტამი ქართველი? 2021, 19 აპრილი, 9:55 ნაპოლეონის მსახური კონსტანი თავის მემუარებში “ნაპოლეონის პირადი ცხოვრების აღწერა“, ხასგასმით აღნიშნავს, რომ რუსტამი დაიბადა თბილისში და წარმოშობით ქართველი იყო. იმავეს წერს რუსტამის ერთ-ერთი ბიოგრაფი ჰექტორ ფლეიშმანი წიგნში “რუსტამი-ნაპოლეონის მამლუქი“. ფრანგი ისტორიკოსი ჟან სავანი წიგნში “მამლუქები და ნაპოლეონი“ დასძენდა: “რუსტამს ქართველს უწოდებდნენ იმიტომ, რომ დაიბადა თბილისში“ თავად რუსტამი კი თავის მემუარებში პირდაპირ ამბობს, რომ სომეხია. მისი მამა იყო რაზა უნანი, ხოლო დედა_ბუდჩი ვარი. მისი ნამდვილი სახელია როსტომ რაზა. საფიქრებელია, რომ სწორედ აქედან მოდის ვერსია, თითქოს ის იყო როსტომ რაზმაძე. მშობლები ვაჭრები იყვნენ და თბილისში ცხოვრობდნენ. ამიტომ ძნელია დავეთანხმოთ კონსტანს, თითქოსდა “რუსტამი წარჩინებულ ქართულ ოჯახს ეკუთნოდა“ უახლესი ქართული ისტორიოგრაფია იმ აზრისკენ იხრება, რომ რუსტამი თბილისელი სომეხი უნდა ყოფილიყო. 223 5-ს მოსწონს
|