სხვა ჩანგს 10 შვილი ჰყავდა, ენგს კი 11 - სიამის ტყუპები 2021, 17 აპრილი, 11:31 ჩანგი და ენგი დაიბადნენ 1811 წლის 11 მაისს სიამში, ახლანდელი ტაილანდი. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ტყუპების შესახებ ხმები გავრცელდა, მათ სიამის ტყუპები უწოდეს. უნდა აღინიშნოს, რომ სიამის მეფეს იმდენად არ ესიამოვნა ამ ორი ტყუპის დაბადება, რომ მათი განადგურების ბრძანებაც კი გასცა. რათა სახელმწიფოს პრობლემები არ ჰქონოდა. მაგრამ დედა მათი განაგურების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ამიტომ მეფის ბრძანება არასოდეს შესრულებულა. ამავე დროს, მე -19 საუკუნის სამედიცინო ტექნოლოგიებმა ჩანგსა და ენგ-ს დაშორების შანსი ვერ მისცეს: ძმები იყვნენ თორაკოპაგები (ტყუპები გულმკერდის არეში შერწყმული) და ამ შემთხვევაში, გული ყოველთვის ორივესთვის თანაბრად მოქმედებს. მედიცინის ამჟამინდელი დონის პირობებშიც კი, ოპერაციის შემდგომ გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა. ამიტომ, ჩანგი და ენგი ჩვეულებრივი ბავშვებივით გაიზარდნენ - სინამდვილეში მათ სხვა არჩევანი არც ჰქონდათ. როდესაც ძმები თინეიჯერები იყვნენ, ისინი ბრიტანელმა ბიზნესმენმა რობერტ ჰანტერმა შენიშნა და მიიწვია ცირკში გამოსასვლელად, მათი სხეულისა და მისი შესაძლებლობების დემონსტრირებისათვის. ეს დიდი რისკი იყო, მაგრამ ჰანტერი პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა. ძმებმა იმოგზაურეს დიდ ბრიტანეთში და შეერთებულ შტატებში, სანამ ისინი 21 წლის გახდებოდნენ. ჰანტერთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ ისინი გამდიდრდნენ. ჩანგი და ენგი საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდნენ, მიიღეს გვარი ბუნკერი, გააფორმეს ხელშეკრულება ცნობილ Phineas Barnum ცირკთან და იყიდეს ფერმა. 1843 წლის 13 აპრილს გაიმართა ორმაგი ქორწილი: ჩანგმა და ენგმა იქორწინეს ორ დაზე - ადელაიდა და სარა ენ აიეტსზე. ამ ქორწინების შედეგად ჩანგს 10 შვილი ჰყავდა, ენგს კი 11. ძმები თავიანთ ფერმაში საყვარელ ოჯახთან ერთად ცხოვრობდნენ სიკვდილამდე, 1874 წელს: ჩანგი პნევმონიით დაავადდა და გარდაიცვალა, ხოლო ენგ გარდაიცვალა რამდენიმე საათის შემდეგ. ისინი 63 წლის იყვნენ. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მანამ სანამ მანქანაში კონდინციონერს ჩართავთ! 112 6-ს მოსწონს
|