უცხოური პრესა პოსტი არ ემსახურება ტერორიზმისა და რადიკალიზმის რომანტიზებას, მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა 2021, 16 აპრილი, 23:31 თარხან ბათირაშვილი იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი, 1986 წელს პანკისის სოფელ ბირკიანში დაიბადა. იგი ბავშობიდანვე ოცნებობდა დიდებულ სამხედრო კარიერაზე. ამ საკითხთან თარხანს ბავშობიდან ჰქონდა შეხება, როდესაც ჩეჩენ მებრძოლებს საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა. 2006 წელს კი გაწევრიანდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომლის მუნდირის ქვეშ, იბრძოდა აგვისტოს ომში წინა ხაზზე. არსებობს ცნობა იმის შესახებაც, რომ თარხანი რუსეთის წინააღმდეგ მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთის მეორე ომშიც. 2010 წელს კი ბათირაშვილს დაუდგინეს ტუბერკულიოზი და გაუშვეს ჯარიდან, ასე უიღბლოდ დასრულდა მისი კარიერა ქართულ ჯარში. იმედგაცრუებული თარხანი, ცდილობდა დასაქმებულიყო პოლიციაში, თუმცა იქაც არაფერი გამოუვიდა. ბოლოს კი საერთოდ დააკავეს, იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით. გავრცელებული ცნობებით, სწორედ ციხეში იწამა მან რადიკალური ისლამი, განთავისუფლების შემდეგ კი წავიდა თურქეთში, საიდანაც გადავიდა სირიაში და შეუერთდა რადიკალისტ ამბოხებულებს. აბუ ომარ ალ-შიშანად წოდებული ბათირაშვილი, თავიდანვე ისლამური სახელმწიფოს შემადგენლობაში არ იბრძოდა, თავდაპირველად იყო ჯეიშ-ალ მუჯაჰირინ ვალ-ანსარის ლიდერი, რომელიც 2013 წელს ისლამური სახელმწიფოს ნაწილი გახდა. სწორედ სირიაში დაიწყო მისი როგორც მებრძოლის აღზევება, გახდა გავლენიანი და საშიში ტერორისტი რომელიც წარმოადგენდა საფრთხეს ცივილიზებული მსოფლიოსთვის. მის ავტორიტეტზე მოწმობს შემდეგი ფაქტი: 2015 წელს აშშ-მ თარხანი საერთაშორისო ტერორისტთა სიაში შეიყვანა და 5 მილიონი დოლარი დააწესა ჯილდოდ მასთვის ვინც მის ადგილსამყოფელს გაამხელდა. ბუნებრივია სირიაში ყოფნისას მან მონაწილეობა მიიღო მრავალ ბრძოლაში, მაგ: ალეპოს ბრძოლაში, მენაგის საჰაერო ბაზის ალყაში, ალ-ტაბკას საჰაერო ბაზის ბრძოლაში, კობანის ალყაში და ა.შ. ბოლო ბრძოლა მისთვის იყო სარინი, რომელიც მიმდინარეობდა 2015 წლის ივნის-ივლისში. ამ ბრძოლაში ისლამური სახელმწიფო ებრძოდა ქურთებსა და სირიულ ოპოზიციის კვალიციას, საბოლოოდ გამარჯვებაც ამ უკანასკნელებს დარჩათ. თარხანის სიკვდილზე არაერთხელ გავრცელებულა ჭორი, მათ შორის ასეთი ინფორმაცია ინსტაგრამზე განათავსა რაზმან კადიროვმა, 2014 წელს, თუმცა საბოლოოდ ცნობა ტყუილი აღმოჩნდა. 2016 წელს კი, მისი ლიკვიდაცია რეალურად მოხერხდა, მისი სიკვდილის ზუსტ თარიღზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს, მაგრამ თუ ქართულ წყაროებს დავუჯერებთ, ის 14 მარტს ამერიკული ავიაციის იერიშის შედეგად დაიღუპა. 214 4-ს მოსწონს |
მანდ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ იყო.
ვინც არაა ჩახედული სპეცოპერაციებში ვერ გაიგებს რა და როგორ!