x
image
ოტი
მულიდები (ფართო მასებისთვის ცნობილი როგორც ასასინები) მოქმედებდნენ საქართველოს ტერიტორიაზეც

imageმულიდები (ფართო მასებისთვის ცნობილი როგორც ასასინები) მოქმედებდნენ საქართველოს ტერიტორიაზეც. ამიერკავკასიის რეგიონის მახლობლად გურგანში მდებარეობდა მათი განთქმული ციხე-სიმაგრე ალამუთი.
ერთადერთი ფაქტი მულიდების უშუალო მოქმედებისა საქართველოში ფიქსირდება 1138 წელს მეფე დემეტრე I ის მეფობისას, როდესაც ასასინმა სახელად იბრაჰიმ დამღანელმა მოკლა თბილისის ყადი (უმაღლესი მოსამართლე), რადგან მან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სხვა ასასინებს, რომლებიც ქართველებმა შეიპყრეს.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ შოთა რუსთაველის შთაგონების წყარო ვეფხისტყაოსანში, სადაც მოთხრობილია ქაჯებისა და ქაჯეთის ციხის შესახებ სწორედ ამ საძმოს და ალამუთის ციხეს უკავშირდება.
1210 წელს ქართველებმა დალაშქრეს ჩრდილოეთ ირანის ყველა პრივინცია, მათ შორის ჰირკანია, გურგანი და დაილამი. ქართულმა ჯარმა დაიპყრო ყველა მნიშვნელოვანი ქალაქი და აღმოსავლეთით მიაღწია გურგანის კედლამდე ხორეზნუს საზღვართან. ეს რეგიონი მცირე ხნით საქათველოს მოხარკე რეგიონად იქცა. სწორედ ამ პერიოდში უნდა ქონოდათ ქართველებს უშუალო შეხება მულიდებთან, რადგან სწორედ დასავლეთ ჰირკანიაში მდებარეობს ალამუტის ციხე სიმაგრე, რომელიც საძმოს მთავარი ქალაქი იყო. შემდგომში ქართველებმა დავით ულუს მეთაურობით აქტიური მონაწილეობა მიიღეს ალამუთის ციხის აღებაში მონღლებთან ერთად 1256 წელს.

0
373
4-ს მოსწონს
ავტორი:ოტი
ოტი
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0