კულტურა ქალაქი მალოგა რიბენსკიდან 32 კილომეტრში, იაროსლავის ოლქში მდებარეობდა 2021, 30 იანვარი, 12:53 ქალაქი მალოგა რიბენსკიდან 32 კილომეტრში, იაროსლავის ოლქში მდებარეობდა. იგი მეთორმეტე საუკუნის დასასრულს დაარსდა და მეოცე საუკუნის მიწურულს მისი მოსახლეობა 5000-ს მოსახლეს შეადგენდა. ქალაქში მდებარეობდა 6 ეკლესია, 9 სასწავლო დაწესებულება და რამდენიმე ქარხანა. 1935 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც უნდა შექმნილიყო რუსეთის ზღვა, რომელიც ერთგვარი ჰიდრო კვანძი უნდა გამხდარიყო. თუკი ამ ყველაფერს სხვა სიტყვბით ვიტყვით, ეს ნიშნავდა, რომ უდიდესი ტერიტორია უნდა დაეტბორათ მასზე განთავსებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად. საერთო ჯამში უნდა დაეტბორათ 700 სოფელი და ქალაქი მალოგა. ლიკვიდაციის დროისათვის ქალაქი სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობდა. მალოგას დაშლისას მოსახლეობას არც კი აუხსნეს მიზეზი და არც ის, თუ რა ელოდათ მათ მომავალში. ქალაქის დასანგრევად სამუშაოდ მოიყვანეს პატიმრები, რომლებიც გაუსაძლისი სამუშაო პირობების გამო იხოცებოდნენ. მათ დაკრძალვაზე რა თქმა უნდა თავს არავინ იწუხებდა და მიცვალებულებს საერთო ორმოში ყრიდნენ, რომელიც სულ მალე ზღვის ფსკერად გადაიქცეოდა. ამ ქაოსსა და კოშმარში მოსახლეობას უბრძანეს სასწრაფოდ დაეტოვებინათ ტერიტორია და თან მხოლოდ ყველაზე საჭირო ნივთები წაეღოთ. სწორედ აქედან იწყება ნამდვილი კოშმარი, 194-მა ადამიანმა უარი თქვა საკუთარი სახლის დატოვებაზე და არ დატოვეს ტერიტორია. მშენებლებმა იცოდნენ ამის შესახებ, მაგრამ მაინც დაიწყეს ქალაქის დატბორვა. დანარჩენი მოსახლეობა კი ძალით გაიყვანეს ქალაქიდან. გარკვეული პერიოდის შემდეგ ხმა გავრცელდა მოლოგას ყოფილი მოსახლეობის მასობრივი თვითმკვლელობების შესახებ, ისინი მთელი ოჯახებით მიდიოდნენ ახლად შექმნილი ზღვის სანაპიროზე და თავს იხრჩობდნენ. ინფორმაციამ მალევე გაჟონა და მოსკოვამდე მიაღწია, ხელისუფლება იძულებული გახდა ზომები მიეღო. ცოცხლად დარჩენილი მოსახლეობა ქვეყნის ჩრდილოეთით გადაასახლეს, ქალაქი კი ოდესმე არსებული ქალაქების სიიდან წაშალეს. ამიერიდან მოლოგას ხსენება სასტიკად აკრძალული იყო და უმკაცრესად ისჯებოდა, იგი ისტორიიდან უნდა წაშლილიყო. ხელისუფლება ცდილობდა მოლოგას მითად ქცევას, თუმცა ის სინამდვილეში არსებობდა და არც არავის დავიწყებია. ქალაქი წელიწადში ორჯერ წყლის დონის დაწევის შედეგად ზედაპირზე ამოდის, ამოტივტივებული სახლები ქუჩები და სასაფლაოები არ აძლევს ხალხს ამ ტრაგედიის დავიწყების უფლებას... 65 2-ს მოსწონს
|