მხატვრობა მუზათ-მასპინძელი 2021, 16 აპრილი, 3:46
ქართველი მხატვარი, რომელმაც ფიზიკურ უძლურებას ღვთით მომადლებული სულის სიმტკიცე და შემართება დაუპირისპირა; მრავალწლიანი შეჭირვების-და მიუხედავად, კარსმომდგარ მუზას ზურგი არ აქცია და თავისი გულისნადები მის შორეულ კუნჭულებში გამოსამწყვდევად მაინც ვერ გაიმეტა – სათქმელი, დიდი ძალისხმევის ფასად, ჩვეული რუდუნებით გადმოაქვს ტილოზე; მერე რა, რომ აწ უკვე გაწაფული და გაჭირვების ტალკვესად ქცეული დიდოსტატის მარცხენით.
თვითნასწავლი მხატვარი, ბატონი რეზო მექვაბიშვილი შიდა ქართლის სანახებიდან უმზერს ამ უკიდეგანო და ფერადოვან სამყაროს; შემდეგ კი, მისეული სიბრძნის პრიზმაში გარდატეხილ შუქ-ჩრდილებს ჩვენც გვახვედრებს და გვაცნობს – სულებშთაბერილი გმირებისა თუ გაცოცხლებული სიუჟეტების სახით. თითოეული ასეთი შეხვედრა ჭეშმარიტ ხელოვნებასთან პაემანი უფროა – ყოველ ჯერზე საოცრად განსხვავებული და მრავლისმთქმელი – რადგან ყოველი ჩვენგანის სულის სიმებს არხევს და სათუთად ელამუნება. ღმერთმა შეგაძლებინოთ, ბატონო რეზო! მრავალჟამიერ! 65 1-ს მოსწონს
|