x
მუზათ-მასპინძელი

image

ქართველი მხატვარი, რომელმაც ფიზიკურ უძლურებას ღვთით მომადლებული სულის სიმტკიცე და შემართება დაუპირისპირა; მრავალწლიანი შეჭირვების-და მიუხედავად, კარსმომდგარ მუზას ზურგი არ აქცია და თავისი გულისნადები მის შორეულ კუნჭულებში გამოსამწყვდევად მაინც ვერ გაიმეტა – სათქმელი, დიდი ძალისხმევის ფასად, ჩვეული რუდუნებით გადმოაქვს ტილოზე; მერე რა, რომ აწ უკვე გაწაფული და გაჭირვების ტალკვესად ქცეული დიდოსტატის მარცხენით.


image

თვითნასწავლი მხატვარი, ბატონი რეზო მექვაბიშვილი შიდა ქართლის სანახებიდან უმზერს ამ უკიდეგანო და ფერადოვან სამყაროს; შემდეგ კი, მისეული სიბრძნის პრიზმაში გარდატეხილ შუქ-ჩრდილებს ჩვენც გვახვედრებს და გვაცნობს – სულებშთაბერილი გმირებისა თუ გაცოცხლებული სიუჟეტების სახით.

თითოეული ასეთი შეხვედრა ჭეშმარიტ ხელოვნებასთან პაემანი უფროა – ყოველ ჯერზე საოცრად განსხვავებული და მრავლისმთქმელი – რადგან ყოველი ჩვენგანის სულის სიმებს არხევს და სათუთად ელამუნება.



ღმერთმა შეგაძლებინოთ, ბატონო რეზო! მრავალჟამიერ!


image

image

2
65
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო მუმლ
ნინო მუმლ
65
  
2021, 16 აპრილი, 14:11
გეთანხმებით :)
2021, 16 აპრილი, 9:15
რა ხასხასა ფერებია!
0 1 2