x
image
მაქს კავალერა
ვინ არის ფირუზ წულუკიძე და რატომ დააკავეს ის და მისი ძმა ქუთაისში?
ძმები, ფირუზ და რეზო წულუკიძეები, დიდი ხანია აქციებს მართავენ აჭარის მთავრობასთან და ითხოვენ სამართლიანობას, მათი თქმით ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძვის მათ და ცდილობენ მათი ღირსების შებღალვას.

ფირუზ წულუკიძე, ცნობილი მოჭიდავე და ევროპის ჩემპიონი, ქართული ოცნების დროს, დააკავეს ტერორისტისთვის სამალავის მიცემის ბრალდებით, ხოლო როდესაც ახმედ ჩატაევმა მოითხოვა მისი გათავისუფლება, ის გამოვიდა საპყრობილიდან.

რაც შეეხება, მის კრიმინალურ წარსულს, ის და მისი ოციოდე მუსლიმანი ძმა, დიდი ხანია თავიანთი რელიგიური მისწრაფებებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამის გამო, რეზო წულუკიძე დააპატიმრეს კიდეც, ქურდული გარჩევების და ხულიგნობის ბრალდებით.

ყველას კარგად გვახსოვს, ბუკნარში ჩატარებული ამბები, როდესაც მუსლიმ ახალგაზრდებს ლოცვის უფლება არ მისცეს, ამის გამო მოხდა დაპირისპირება ქრისტიან მრევლთან. მას შემდეგ, რაც ფირუზ წულუკიძე და მისი საძმო იქ ჩავიდა, პროვოკაციებიც განხორციელდა მათი მხრიდან, მოხდა დაპირისპირებული მხარეების დაშოშმინება და საბოლოო ჯამში ხელისუფლების ჩარევით მხარეები შერიგდნენ და მშვიდობამაც დაისადგურა.


აი, გუშინ კიდევ, ქუთაისში ისევ დააკავეს ძმები წულუკიძეები. აქციაზე, ნამახვანჰესთან დაკავშირებით, ბევრი რამ მოხდა და კიდევ მოხდება, მაგრამ ამ ხალხს რა ეშველება, ან ამ წულუკიძეებს ვინ გამოიყვანს ციხიდან, მხოლოდ ღმერთმა იცის, ისიც შეწუხებულია ალბათ, ვერ გაიგო რა ესაქმება აჭარელ მუსლიმ ძმებს ნამახვანის აქციაზე.image

0
111
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0