ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც არაფერი სმენია რომის სრულყოფილი საკანალიზაციო სისტემის შესახებ, მისმა დიზაინმა ნამდვილად გაუსწრო დროს.
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512284189693.jpg)
როგორც აღმონდა, საზოგადოებრივი საპირფარეშოები ძველ რომში უფრო მოსაწევ და გასართობ ოთახს უფრო გავდა, ვიდრე მხოლოდ ერთი საქმისთვის განკუთვნილ მოსაწყენ გარემოს. ეს იყო ადგილი, სადაც შეეძლოთ ესაუბრათ სიახლეებზე ან გაეცნოთ საჭირო ხალხი.
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512304589693.jpg)
საპირფარეშოში იყო გრძელი ქვის სკამები, რომლებსაც ხვრელები ჰქონდთ ამოჭრილი წინ.ცალკეულ “უნიზატებს" კი არაფერი არ ჰყოფდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სტუმრებს უყვარდათ საუბარი ერთმანეთთან.
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512324089693.jpg)
ვერტიკალური ხვრელები კი რომლებიც ფოტოზეც ჩანს, თავის მოსაწესრიგებლად გამოიყენებოდა, რადგან იმ დროისთვის ტუალეტის ქაღალდი არ არსებობდა. იღებდნენ უბრალოდ გრძელ ჯოხს მიმაგრებული ღრუბელით, ასველებდნენ და მხოლოდ ჯოხს აბრუნებდნენ შემდეგი მომხმარებლისთვის.
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512353789693.jpg)
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512340089693.jpg)
საპირფარეშოები მოჩუქურთმებული იყო, სხვადასხვა ქანდაკებებით რა თქმა უნდა შესვლაც ფასიანი გახლდათ. და ღარიბ ხალხს უბრალოდ არ შეეძლო მისით სარგებლობა.
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512374289693.jpg)
იმ დროის იმპერატორმა ვესპასიანმა გადასახადებიც კი შემოიღო მოშარდვის გამო. ბევრს ეს კანონი აკვირვებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამტკიცდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა პოპულარული ფრაზა “ფულს სუნი არ ასდის".
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512392289693.jpg)
ხვრელებში მოთავსებულ ქოთნებს გარკვეული9 დროის შემდეგ აცარიელოებდნენ, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე “მოიფიქრებდა" და ფანჯრიდან დაცლიდა, რა თქმა უნდა დიდ ჯარიმასაც მიიღებდა.
![საინტერესო ფაქტები ძველი რომის
ცნობილი საკანალიზაციო სისტემის
შესახებ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041512410689693.jpg)
IV საუკუნეში, დიოკლეტიანეს დროს, რომში 144 საზოგადოებრივი ტუალეტი იყო. თუ ამას მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ჩათვლით, თანამედროვე ქალაქები ნამდვილად ვერ შეედრებიან მას.
წარმოუდგენელია ის ფაქტიც, რომ დღეს მრავალი კვლევა და სამეცნიერო ნაშრომი არსებობს ძველი რომის საკანალიზაციო სისტემისა და საპირფარეშოების შესახებ.