სხვა ინდოეთში დაწვეს ლეიბების საამქრო,რომელიც შიგთავსად ნახმარ პირბადეებს იყენებდა 2021, 15 აპრილი, 10:48 ![]() ინდოეთში მაჰარაშტრას შტატში ფაბრიკის მფლობელებმა მასალის ეკონომიის მიზნით ლეიბების შიგთავსში ბამბის ნაცვლად ნახმარი სამედიცინო პირბადეების გამოყენება დაიწყეს. ამჟამად საწარმოს მფლობელის წინააღმდეგ აღძრულია ისხლის სამართლის საქმე, ხოლო ნახმარი პირბადეები განადგურებული. ინდოეთში სამართალდამცავი ორგანოების მიერ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ფაბრიკის მეპატრონის მიმართ - აღმოჩნდა, რომ საწარმო ახალ ლეიბებში ტენიდა ნახმარ პირბადეებს მასალის ეკონომიის მიზნით. ამის შესახებ გამოცემა India Today იუწყება. ფაბრიკის შემოწმების დროს, პოლიციამ იპოვა საწყობი, რომლებიც ნახმარი პირბადეებით იყო გამოტენილი.თანამშრომლებმა აღიარეს, რომ ნატურალური მასალის ნაცვლად, ლეიბების შიგთავსად სწორედ მას იყენებდნენ.ამჯერად დგინდება რამდენი ასეთი ლეიბის რეალიზაცია მოასწრო ფაბრიკამ, მანამდე კი სამართადამცავებმა ნახმარ პირბადეებს ცეცხლი წაუკიდეს. ![]() 176 6-ს მოსწონს
|