საქართველო გიორგი გახარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა "პრო მაქს" დააფუძნა 2021, 15 აპრილი, 1:08 უკვე ორი თვეა, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა აქტიური პოლიტიკური ასპარეზი გახსნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მან ბევრი ამომვრჩეველი მოიკრიბა დღეის მდგომარეობით, ჰყავს უამრავი გამომწერი სოციალურ ქსელში და მის ფოტოებს ათეულ-ათასობით ლაიქი და შეარი აქვს. მისი გუნდი, ახლა უკვე ახალი სახელწოდებით "პრო მაქს" ალბათ ქართული ოცნებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება, იუსტიციის სამინისტროც ადასტურებს რომ გახარიამ ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა. რაც შეეხება პარლამენტში მის ახალ მოძრაობას შეემატა ათიოდე დეპუტატი და საქმეც დაიძრა წინ. ყველა ელოდება, როდის იტყვის პირველ სიტყვას, ვისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ეს იქნება თუ არა გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი თუ სხვა? ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფეისბუქზე აქტიურობით და აგრო-კულტურული ფოტოებით გამოირჩევა ჩვენი პრემიერ-მინისტრი. 387 1-ს მოსწონს
|