x
მეტი
  • 29.11.2022
  • სტატია:123964
  • ვიდეო:355480
  • სურათი:496537
"ვოლმარტის" 23 "გადარეული “ მომხმარებელი, რომელმაც ქსელი კვლავ გაამხიარულა

image


ამერიკული საცალო ვაჭრობის ცნობილი ჰიპერმარკეტების ქსელი -"ვოლმარტი" მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიაა, 500 მილიარდ დოლარზე მეტი წლიური შემოსავლით. ქსელი ფაქტიურად ყველაფერს მოიცავს: საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით დაწყებული ელექტრონიკით დამთავრებული. "ვოლმარტი" მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი კომპანიაა, სადაც 2, 2 მლნ ადამიანი მუშაობს. აქედან, 1, 5 მლნ აშშ-ში, 0, 7 მლნ კი სხვა ქვეყნებშია დასაქმებული. "ვოლმარტის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი – უოლტონების ოჯახია, რომელთა ერთობლივი ქონება მთლიანობაში 190 მილიარდ დოლარს აღწევს. ჰიპერმარკეტის ეს ცნობილი ქსელი სემუელ უოლტონმა ჯერ კიდევ 1962 წელს დაარსა, თუმცა კორპორაციად ის მხოლოდ 1969 წლის 31 ოქტომბერს ჩამოყალიბდა.


image


2007 წლამდე "ვოლმარტის" სლოგანი იყო - "ყოველთვის დაბალი ფასები, ყოველთვის". 2007 წლის რებრენდიგის შემდეგ კი ახალი სლოგანი გახდა - "დაზოგე ფული, იცხოვრე უკეთესად".


image


პოპულარული ჰიპერმარკეტის ქსელი დროთა განმავლობაში ამერიკელების ყველაზე საყვარელ სავაჭრო ადგილად იქცა, რომელიც ყველა ფენისა თუ სტატუსის მქონე ადამიანს ერთი სივრცის ქვეშ აერთიანებს. ახლა კი წარმოგიდგენთ "ვოლმარტის" ყველაზე არაორდინარულ და ექსტრავაგანტულ მომხმარებლებს, რომლებმაც ინტერნეტსივრცე კიდევ ერთხელ გაამხიარულეს. ამ პოსტის შემდეგ კი, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ცხოვრებაში უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




























0
1017
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1017