x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველასთვის ნაცნობი პროდუქტები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა გემო აქვს

image


უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას ადგილობრივ მაღაზიებში არაერთ ისეთ პროდუქტს შეხვდებით რომელიც ერთი მხრივ, თქვენთვის კარგად ნაცნობი, თუმცა ამავე დროს უჩეულო და განსხვავებულია. პროდუქტები გემოს, კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის პრეფერენციების მიხედვით იცვლიან.





"Kit Kat"


ეს ტკბილეული ამომავალი მზის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, რადგან მისი სახელწოდება ძალიან ჰგავს ერთ ცნობილ იაპონურ ფრაზას -"Kitto Katsu"-ს (ითარგმნება როგორც - "მოიგო ნებისმიერ ფასად") რომლითაც იაპონელები ერთმანეთს წარმატებას უსურვებენ, ამიტომ სტუდენტებს სჯერათ, რომ თუკი სესიების წინ ამ შოკოლადის თუნდაც ერთ ნატეხს მიირთმევენ, ისინი გამოცდებს აუცილებლად წარმატებით ჩააბარებენ. ამ ქვეყანაში ყველასთვის საყვარელი შოკოლადის ყველაზე ორიგინალური არომატის კომბინაციებს შეხვდებით.


image



"Lay’s"



თითოეული ქვეყნისთვის, "Lay’s" – ის მარკეტოლოგები მომხმარებელთა ინდივიდუალური გემოვნების პრეფერენციებს სწავლობენ და გაყიდვაში ჩიფსების ყველაზე ორიგინალურ ვერსიებს უშევებენ. ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ბრენდის კარტოფილის ჩიფსს როგორც "ძაძიკის", ასევე "კაპუჩინოს" გემოთითაც შეხვდებით.


image



"Pringles"



ამ ცნობილი სავაჭრო ნიშნის ქვეშ წარმოებული უჩვეულო არომატის ჩიფსების პოვნა ყველგან არის შესაძლებელი. მაგალითად, აზიაში პოპულარულია მოცვისა და თხილის კარტოფილის ჩიფსები, ხოლო შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული მოწონებით - პეკანის ღვეზელისა და თეთრი შოკოლადის ჩიფსები სარგებლობს.


image


"Pepsi"


ამ უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელის უჩვეული არომატები იაპონიაში ისეთი პოპულარობით სარგებლობს, როგორც სხვაგან არსად. ადგილობრივებს შორის კი განსაკუთრებით - ბაობაბის, კიტრის, და ასევე მარწყვისა და ნაღების გემოს ვარდისფერი "პეპსი" სარგებლობს.


image



"Coca-Cola"


ახალ ზელანდიაში განსაკუთრებით, დიდი მოწონებით ჟოლოსა და ციტრუსის გემოს მქონე გაზიანი სასმელი სარგებლობს, ამომავლი მზის ქვეყნის შვილებს კი, "Coca-Cola" უფრო ვაშლის გემოთი ხიბლავთ, აი, ბრიტანელებისთვის გაცილებით მომხიბვლელი - ფორთოხლის არომატია.



image



"Sprite"


ტრადიციული ლაიმისა და ლიმონის გემო უცვლელი დარჩა, მაგრამ ყველასთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელმა ფერი პირველად სამხრეთ კორეაში იცვალა, ეს არომატული სითხე ახლა იქ უკვე არა თეთრი, არამედ ცისფერია.



image



"Fanta"


იაპონიაში ახალი წლის წინა ღამეს, გაყიდვაში მარწყვის მომჟავო - მოტკბო და რძიანი არომატის "თოვლიანი" გაზიანი სასმელის ლიმიტირებული სერია გამოვიდა.


image


"Schweppes"


ინგლისსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში "Schweppes"- ის ბრენდის ქვეშ უკვე წვენებიც კი იწარმოება.


image



"Oreo"


სენდვიჩის სტილის ორცხობილა - "Oreo" ყველაზე გაყიდვად და პოპულარულ ტკბილეულად შეერთებულ შტატებში ითვლება.



image


"Heinz"



კეჩუნეზით დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებ, მაგრამ ამერიკაში, "Heinz"– ის ბრენდის ქვეშ, ნებისმიერი მაღაზიის დახლზე თავისუფლად შეხვდებით მაიონეზისა და მდოგვის არომატულ სოუსს.


image



სოუსი "Dr. Pepper"


დიდ ბრიტანეთში შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ ბარბექიუს სოუსი ლეგენდარული გაზინი სასმელის "Dr. Pepper" - ის არომატით.


image









0
35
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
35