შესანახი პროდუქტები 4 პროდუქტი, რომელსაც აღარასდროს მიირთმევთ მასში შემავალი ამ ინგრედიენტის გამო 2020, 25 აგვისტო, 20:26 ჩვენი საყვარელი საკვები პროდუქტების მირთმევისას, ხშირად არც კი ვუფიქრდებით თუ რისგან არის ის დამზადებული. აი, მაგალითად, ბევრმა დღემდე ჯერ კიდევ არ იცის, რომ ჟელატინის შემადგენლობაში ცხოველური ცილა შედის, რომელსაც როგორც წესი, ცხოველების ნარჩენებისგან იღებენ. თუ გაინტერესებთ, დანარჩენი თქვენი საყვარელი პროდუქტები კონკრეტულად რისგან მზადდება, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვის არის.ძეხვიძეხვის შემადგენლობაში ცხოველების და ფრინველების ისეთი ნარჩენები შედის როგორიცაა, მაგალითად, ღორის ყურები, ღვიძლი და დინგი, ძროხის ტუჩები და ღვიძლი, ქათმის თავი და ფეხები. ეს ყველაფერი სპეციალურ დანადგარში საგანგებოდ ირევა, შემდეგ კი უკვე სხვადასხვა სახის საღებავები, სანელებლები და პოლიფოსფატები ემატება.ქათმის ნაგეტსებინაგეტსებს ქათმის ისეთი დაქუცმაცებული ნაწილებისგან ამზადებენ, რომლებიც სხვა კერძების მოსამზადებლად არ გამოიყენება: როგორც წესი კი ესენია - ნისკარტი, ბიბილო და ფეხები.ნაყინინაყინის შემადგენლობაში თახვის მუშკის სახელით ცნობილი სურნელოვანი ნივთიერება შედის, რომელსაც ცხოველის სათესლე ჯირკვლებიდან იღებენ.ლუდიგარკვეული სახეობის ლუდი გაგიკვირდებათ და, თევზის წებოს შეიცავს, რომელსაც თევზის შარდის ბუშტისგან იღებენ.1747 2-ს მოსწონს 2-ს არა |