x
image
თამილა გურაშვილი
ქართველი ექიმი, რომელიც ფრონტზე მებრძოლის ოჯახის წევრებს აფთიაქში წამლის ფულს უხდიდა

image

"დიდი სამამულო ომი მძვინვარებდა, მტერი კავკასიონს იყო მომდგარი. ბათუმის ერთ წყნარ ქუჩაზე პოლიკლინიკის კაბინეტში ექიმი ანალიზის პასუხებს გულდასმით კითხულობდა. მის წინ მჯდარი ქალი მოუთმენლად ელოდა ექიმის დასკვნას.
- რას მეტყვით ექიმო?
- ჰოო, - ჩაილაპარაკა ექიმმა და უადგილოდ ჰკითხა- თქვენი მეუღლე ფრონტზეა?
- დიახ, მეხუთე თვეა არაფერს იწერება.
ექიმი იღებს მწვანე ფურცელს და რაღაცას წერს.
- აი, თქვენ რეცეპტი, ქუჩის მეორე მხარეს აფთიაქში მიბრძანდით, იქ აუცილებლად ექნებათ ეს წამალი. მიიღეთ დანიშნულებისამებრ და ერთი თვის შემდეგ გამოკვლევაზე მობრძანდით. ეხლა თავისუფალი ხართ, შემდეგი შემოუშვით.
ქალი გავიდა კაბინეტიდან და რიგში შემდეგს გადასცა შესულიყო. დერეფანში მჯდომმა პატარა გოგონამ შენიშნა მხოლოდ და დედას ჰკითხა:
- სხვა დეიდებს თეთრი ფურცლები გამოჰქონდათ, ამ დეიდას კი მწვანე ფურცელი აქვს, რა სწერია შიგ?
- რეცეპტი, შვილო.
ქალი გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს აფთიაქში. იქ ხნიერი აფთიაქარი იჯდა. მიაწოდა რეცეპტი. აფთიაქარმა ყურადღებით ჩაიკითხა და მიქსტურა მიაწოდა, რეცეპტი კი სხვა რეცეპტებისგან ცალკე გადასდო.
- რა ღირს?- ჰკითხა ქალმა
- არაფერი, მიბრძანდით, შემდეგი.
ქალს საკუთარი პრობლემებიც ბევრი ჰქონდა და ამისთვის დიდი ყურადღება არც მიუქცევია.
თვის ბოლოს ექიმი მივიდა აფთიაქში და აფთიაქარს ჰკითხა:
- რამდენია ჩემზე?
აფთიაქარმა ცალკე დაწყობილი რეცეპტების დასტა გადმოიღო, საანგარიშო ააჩხაკუნა და თანხა დაუსახელა. ექიმმა გადაიხადა და წავიდა.
დამსახურებული თერაპევტი პლატონ გიგინეიშვილი მოესწრო გამარჯვებას. ის 1949 წელს გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე მთელი ბათუმი მივიდა და მხოლოდ მაშინ გაიგეს აფთიაქარისგან სიმართლე. ექიმს ორი ბლოკნოტი ჰქონია, თეთრი და მწვანე. მწვანე ფურცლებზე იმათ უწერდა რეცეპტებს ვისი ოჯახის წევრებიც ფრონტზე იბრძოდნენ. ყოველი თვის ბოლოს კი მიდიოდა აფთიაქში და დაგროვილ ვალს იხდიდა.
მარადიული ხსოვნა მართლა ექიმს პლატონ გიგინეიშვილს."
2
108
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
108
  
2021, 14 აპრილი, 20:08
დამბურძლა
2021, 13 აპრილი, 17:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2