ტექნიკური ნიკოლა ტესლას 5 ყველაზე გიჟური გამოგონება 2012, 4 სექტემბერი, 20:18 ნიკოლა ტესლა უაღრესად ექსცენტრიული მეცნიერი იყო, თუმცა ბევრი თვლის, რომ მისი გამოგონებები ბევრად აღემატებოდა ედისონისა და ბელის გამოგონებებს. წარმოგიდგენთ მის 5 ყველაზე საოცარ გამოგონებას.
1)ელექტრო ენერგიის უსადენო გადაცემა: 1893 წელს 120 წლის წინ ჩიკაგოს გამოფენაზე ნიკოლა ტესლამ წარადგინა ელ. ენერგიის უსადენოდ გადაცემის მეთოდი. ის იმედოვნებდა, რომ აღნიშნული გამოგონება საშუალებას მისცემდა ენერგიით უზრუნველყო ქვეყნის მთიანი რაიონები. დღეს ამ ტექნოლოგიით დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა Intel და Sony.
2)რენტგენი: ტესლას გამოკვლევებმა ელექტრომაგნეტიზმის სფეროში რენტგენოლოგებს საშუალება მისცა ადამიანის ჩონჩხი დაენახათ ქსოვილის გაჭრის გარეშე. თუმცა 1880 წლის ბოლოს ეს იდეა ნამდვილ სიგიჟედ მოგეჩვენებოდათ.
რენტგენის აღმოჩენა მიეწერება გერმანელ მეცნიერ ვილჰელმ რენტგენს 1895 წელს, თუმცა მანამდე 8 წლით ადრე ტესლა უკვე აწარმოებდა გამოკვლევებს და პირველად მიაქცია ყურადღება რენტგენის სხივების მავნებლობას ადამიანის სხეულისათვის.
3)სიკვდილის სხივი: 1930-იან წლებში ზოგიერთი მტკიცების მიხედვით ნიკოლა ტესლამ გამოიგონა იარაღი, რომელიც ახდენდა ენერგიის გენერირებას და მიმართვას კონკრეტული მიზნისაკენ. მას "სიკვდილის სხივი" უწოდეს. ეს იარაღი ტესლას მიერ გამოშვებული არ იქნა. 4)რობოტექნიკა: ტესლა თვლიდა, რომ მომავალში რობოტების მთელი რასა შეასრულებდა ადამიანის სამუშაოს. 1898 წლს მის მიერ გამოშვებულ იქნა რადიომართვადი კატარღა, რომელიც ითლება რობოტექნიკის "პირველ მერცხლად". 5)მიწისძვრის გამომწვევი მანქანა: 1898 წელს ტესლამ განაცხადა, რომ შექმნა რხევების გენერატორი, რომელიც არყევდა შენობას და მასთან ახლოს არსებულ ნივთებს. თვითონ მოწყობილობა 1 კგ-ს იწონიდა, მაგრამ მეცნიერმა შეძლო რხევები ისე მოემართა, რომ თითოეული მათგანი დიდ ენერგიას უმატებდა შენობის ბუნებრივ რხევებს. როდესაც ტესლამ აღნიშნული გამოგონების პოტენციური საშიშროება შეიცნო, მოწყობილობა ჩაქუჩით დაამტვრია. 10349 12-ს მოსწონს
|