პერანგი რომელიც 100 დღის განმავლობაში ინარჩუნებს სისუფთავეს რეცხვის გარეშე!!!
2013, 1 მაისი, 19:38
ამერიკელი ენთუზიასტების ჯგუფმა შექმნა ნივთიერება პერანგების შესაკერად, რომელიც არ ითხოვს ხშირ რეცხვას. როგორც ამ ნივთიერების აღწერაში ამბობენ, ის არ საჭიროებს გარეცხვას და ინარჩუნებს პირველად იერს, როგორც მინიმუმ 100 დღის განმავლობაში. ნივთიერებამ მიიღო სახელწოდება Cotton-Soft და კომპანია Wool&Prince უახლოეს მომავალში აპირებს გამოუშვას "ზარმაცების პერანგების" პირველი პარტია. ამ მატერიის ეფექტურობის დასამტკიცებლად კომპანია Wool&Prince-ის ხელმძღვანელი პერანგ ატარებდა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შემდეგ მიდიოდა შემთხვევით შემხვედრთან და სთავაზობდა შეეფასებინა პერანგის სისუფთავე და ხარისხი. ფულის მოსაზიდად კომპანიის დამფუძნებლებმა გამოიყენეს სერვისი Kickstarter. ერთი კვირის განმავლობაში საჭირო თანხა შეგროვდა, მაგრამ აუცილებელი 30 000 დოლარის მაგივრად, ფირმამ 120 000 დოლარი მიიღო. ერთი პერანგი 98 დოლარად გაიყიდება.