კინო ვარსკვლავები, რომლებსაც ერთმანეთი დასანახავად სძულდათ, თუმცა ეკრანზე საუკეთესო მეგობრები ითამაშეს 2021, 12 აპრილი, 14:54 თავადაც კარგად მოგეხსენებათ თუ რამდენად რთულია მსახიობის პროფესია, მათ ხომ ყოველ ჯერზე გარდასახვა სულ სხვა ადამიანებად უწევთ, ზოგჯერ ცხოვრებაში საუკეთესო მეგობრები კადრში ერთმანეთის მოსისხლე მტრებს განასახიერებენ, და პირიქით... თუმცა დამეთანხმებით, რომ ყველაზე რთული მაინც იმ ეკრანული მეგობრის როლის მორგებაა, რომელიც მთელი გულით გძულს.სარა ჯესიკა პარკერი და კიმ კეტროლი "სექსი დიდ ქალაქში"ორ მსახიობს შორის დაპირისპირება მეორე სეზონის შემდეგ დაიწყო, სწორედ მაშინ შეიტყო კიმმა, რომ სერიალის მიხედვით მისი საუკეთესო მეგობარი მასზე გაცილებით უფრო მეტ ჰონორარს იღებდა, თუმცა მთელი 8 სეზონისა და 3 ფილმის განმავლობაში ეკრანზე გოგონები ძველებურად განაგრძობდნენ ერთმანეთისთვის საიდუმლოებების გაზიარებასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.ტერი ჰეტჩერი და მარშა კროსი "სასოწარკვეთილი დიასახლისები"ტერი და მარშა ერთმანეთს სწორედ იმის გამო ვერ ეუგებდნენ, რომ პირველის აზრით, მთელი სერიალი მხოლოდ მის გმირს - სიუზან მაიერს ეძღვნებოდა. სხვათა შორის, ჰეტჩერის ასეთი საქციელი აღშფოთებას არა მხოლოდ მარშაში, არამედ გადასაღები მოედნის სხვა დანარჩენ წევრებშიც იწვევდა.ბლეიკ ლაივლი და ლეიტონ მისტერი ფილმში "ჭორიკანა"გადამღებ ჯგუფს შეუძლია დაადასტუროს, რომ გოგონები გადასაღებ მოედანზე ერთმანეთს არათუ ელაპარაკებოდნენ, გამარჯობასაც კი არ ეუბნებოდნენ, მაგრამ როგორც კი კამერა ირთვებოდა, მსახიობები საოცარ პროფესიონალიზმს ავლენდნენ და საუკეთესო მეგობრების როლს იდეალურად ირგებდნენ.შენენ დოერტი და ალისა მილანო "მოჯადოებული"არავინ იცის თუ რა იყო ზუსტად მსახიობებს შორის კამათისა და გაუგებრობის მიზეზი, თუმცა ფაქტია რომ ისინი მუდმივად ურთიერთობის გარკვევაში იყვნენ, სწორედ ამის გამო დატოვა დოერტიმ საბოლოოდ, პროექტი მესამე სეზონის შემდეგ.ბილ მიურეი და ლიუსი ლიუ "ჩარლის ანგელოზები""დრიუ ბერიმორს და კამერონ დიასს ნიჭი ნამდვილად აქვთ, მაგრამ აი, ლიუსი რას აკეთებს კინოში? მან ხომ თამაში საერთოდ არ იცის", - თქვა ერთხელ ბილმა, რამაც მსახიობის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ამ სიტყვების შემდეგ მან მირეი სულ მუშტებით სცემა.398 შეფასება არ არის |