სხვა დასახელდა იური გაგარინის გარდაცვალების ახალი ვერსია 2021, 12 აპრილი, 13:08 ![]() ვოლინოვმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცს შეეძლო მეტეოროლოგიური ზონდის გაშვება, რომელსაც მფრინავი დიდი სიჩქარით დაეჯახა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შეუძლებელია მაღალი სიჩქარის პირობებში წინასწარ შენიშნო საჰაერო ბურთი. მანამდე მფრინავ-კოსმონავტის ქალიშვილმა, სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის "მოსკოვის კრემლის" გენერალურმა დირექტორმა ელენა გაგარინამ განაცხადა, რომ კოსმოსში პირველი კოსმონავტის დაღუპვის ალბათობა 50 პროცენტზე მეტი იყო. მისივე თქმით ამავე აზრს იზიარებდა სარაკეტო და კოსმოსური ტექნოლოგიების მთავარი კონსტრუქტორი სერგეი კოროლიოვი . შეგახსენებთ, იური გაგარინი დაიღუპა 1968 წლის 27 მარტს ვლადიმირის ოლქში MiG-15-ით სასწავლო ფრენის დროს. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი დღემდე დადგენილი არ არის.მსოფლიოს პირველი კოსმონავტი 34 წლის იყო. დღეს, 12 აპრილს 60 წელი შესრულდა მსოფლიოში პირველად ადამიანის კოსმოსში გაფრენიდან. ამავე თემაზე იხილეთ:ამ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება საბჭოთა კავშირისკენ იყო მიპყრობილი 1458 5-ს მოსწონს
|