კინო როგორ იცლება წლებთან ერთად ორნელა მუტის გარეგნობა 2021, 12 აპრილი, 1:29 ორნელა მუტი 65 წლისაა. მაგრამ ის კვლავ რჩება ქალის სილამაზის სტანდარტად და ახლაც მასში არის მისტიკური მიმზიდველობა. ![]() მისი გარეგნობის მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლება გამოიცნოს, რამდენი წლისაა იტალიელი დივა! უყურეთ და ისიამოვნეთ როგორ არ ქრება ამ არაჩვეულებრივი ქალის სილამაზე 65 წლის განმავლობაში. ![]() ფრანჩესკა რიველი - ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია. იგი რომში დაიბადა. ![]() დედის მხრიდან, ბებია და ბაბუა დაიბადნენ პეტერბურგში, საიდანაც ესტონეთში გაემგზავრნენ და ცოტა ხნის შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ. ![]() მსახიობმა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში დაკარგა მამა და არც მთლად დალხენილ ოჯახში გაიზარდა. ![]() დედასთან და უფროს დასთან - კლაუდიასთან ერთად ისინი ძალიან ვიწროდ ცხოვრობდნენ და ფინანსურად ძალიან უჭირდათ. ![]() 13 წლის ასაკში იტალიური კინოს მომავალი ვარსკვლავი ყვავილივით გაიფურჩქნა და გარემოცვის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ![]() დედისგან ჩუმად გოგონა შოულობდა ფულს პოზირებდა რა ჟურნალებისთვის. მალე სიმართლე გამჟღავნდა და მას სერიოზული პრობლემები შეექმნა სკჯოლაში, საიდანაც ლამის გარიცხეს. ![]() თუმცა მალევე იტალიურმა კინემატოგრაფიამ შენიშნა მისი არაჩვეულებრივი გარეგნობა და მონაცემები. ძალიან ახალგაზრდა და მიმზიდველი გოგო ფილმებში მიიწვიეს, სადაც ძალიან თამამი როლებიც ითამაშა. ![]() ყველაფერი დრამატულად შეიცვალა ფილმის "ჭირვეულის მორჯულება" გადაღებისა და ეკანზე გამოსვლის შემდეგ. ![]() ფილმში მისი პარტნიორი იყო განუმეორებელი ადრიანო ჩელენტანო. სწორედ ადრიანო დაეხმარა ორნელას, გამოეჩინა მისი ნათელი მსახიობური ნიჭი. ![]() მალე, ფულმის პარტნიორებს შორის გრძნობები გაჩნდა. მათი რომანი მწველი და ქარიშხლიანი, მაგრამ ხანმოკლე იყო. ჩელენტანო არ იყო თავისუფალი. იგი დაქორწინებულია ასევე ულამაზეს კლაუდია მორიზე და მან ოჯახი ულამაზეს ორნელას ამჯობინა. ![]() ჩელენტანოსთან წარუმატებელმა რომანმა კი არ შეარყია მსახიობის რწმენა საკუთარი თავის მიმართ, არამედ, პირიქით, მისი კარიერა სულ ახალ და მაღალ დონეზე გადაიყვანა. იგი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა. ![]() მუტიმ მთავარი როლები ითამაშა საუკეთესო რეჟისორების ფილმებში. მას ადარებდნენ იტალიის კინოს ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა სოფი ლორენი და ჯინა ლოლობრიჯიდა. ![]() ორნელა მუტის პირადი ცხოვრება ყოველთვის იპყრობდა პრესის ყურადღებას. მამაკაცებს თავბრუს ასხამდა მისი ნაცრისფერი თვალების მაგნიტური ელვარებს. მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული. ![]() ![]() ![]() ახლა იტალიელი ვარსკვლავი უფრო და უფრო ხშირად გვხვდება თეატრის სცენაზე. 65 წლის ასაკში ის კვლავ რჩება ქალის სილამაზის სტანდარტად. ![]() ![]() 867 13-ს მოსწონს
|