ტექნიკური ჯილდო: მილიონი დოლარი საიდუმლოს ამოხსნისთვის! აშშ მთავრობა კითხვაზე დასაბუთებულ პასუხს ეძებს 2021, 10 აპრილი, 20:07 იფიქრეთ!
ყველაფერი გენიალური მარტივიაო, აინშტაინმა, მაგრამ არც მთლად ასე ყოფილა საქმე . მარტივი რიცხვებიც კი არ ყოფილა ისე მარტივია, როგორც ჩანს და როგორც ჰქვიათ. მათში დევს უცნაურობა, რომლის გაგება მათემატიკოსებმა დღემდე ვერ შეძლეს. ეს არის ათასწლეულის შვიდი საიდუმლოებიდან ერთ-ერთი. რიმანის ჰიპოთეზამ ძილი და მოსვენება დაუკარგა მეცნიერებს რამდენიმე ასეული წელია.
ამ საიდუმლოს ასახნელად $ 1 მილიონი აშშ დოლარი დაა წესა ამერიკის ხელისუფლებამ.
ბერნარდ რიმანმა ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა თითქმის 150 წლის წინ - 1859 წელს. ეს ეხება მარტივი რიცხვების განაწილებას ბატურალურ რიცხვებს შორის. მართალია, ვერ მოიძებნა ისეთი კანონზომიერება, რომელიც აღწერდა თუ რა სიხშირით ჩნდება რიცხვები სერიებში, რიმანმა აღმოაჩინა, რომმატივი რიცხვების რაოდენობა, რომელიც x- ს არ აღემატება, გამოხატულია ზეტას ფუნქციის ე.წ. „არატრივიალური ნულების“ განსაზღბრის გზით.
უფრო მარტივად რომ ვთქვა, რიმანის ჰიპოთეზა ამბობს, რომ ზეტა ფუნქციის ყველა არატრივიალური ნული მდებარეობს რთული სიბრტყის ვერტიკალურ ხაზზე Re = 0.5. რიმანის ჰიპოთეზა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მათემატიკისთვის. ზეტას ფუნქცია მუდმივად იჩენს თავს მარტივ რიცხვებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებში, მაგალითად, კრიპტოგრაფიაში.
მილიონი დოლარი კარგი ჯილდოა და ამიტომ მათემატიკოსები თვინს იჭყლეტენ ამის ასახსნელად. სულ ბოლო მცდელობაც უშედეგოა: ამის ახსნა 2018 წელს სცადა ბრიტანელმა მათემატიკოსმა სერ მაიკლ ფრენსის ათიამ, აბელისა და ფილდსის პრემიების ლაურეატმა, რომელიც ცნობილია ალგებრული გეომეტრიისა და ტოპოლოგიის დარგში. მან ჰაიდელბერგში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა რიმანის ვარაუდის მტკიცებულება. ათიას წინასაბეჭდი ვერსია გამოქვეყნებულია ინტერნეტში, სტატიის უმეტესი ნაწილი ისტორიული ექსკურსიით არის დაკავებული, თავად მტკიცებულება 15 სტრიქონში ჯდება. მათემატიკური საზოგადოება ეჭვის თვალით შეხვდა მის ახსნას ამგვარი გზით. ტყუილად არ გაისარჯოთ, ზუსტად ვიცი, ეს 1 000 000 $ მე შემხვდება (გაიღიმეთ)! 314 3-ს მოსწონს
|