x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საით მიექანებიან "ბებიები": მადონა, შერი და სხვა ვარსკვლავები, რომლებმაც იმაზე მეტი აჩვენეს ვიდრე საჭირო იყო
image


მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ცნობილ ფრაზას - "ახალგაზრდობა ასაკი კი არა, სულის მდგომარეობაა" ზედმიწევნით, სიტყვასიტყვით იღებენ და შეუფერებელი გარეგნული იმიჯის მორგებით ხშირად საზოგადოების დასაცინებიც კი ხდებიან. მართლაც, ზოგიერთი ცნობილი ვარსკვლავური ქალბატონის სამოსის შემხედვარე, მათი საკმაოდ სოლიდური ასაკი ძნელად დასაჯერებელი ხდება. თქვენს ყურადღებას ამჯერად, ცნობილ "ბებიებზე" შევაჩერებ, რომლებიც საკუთარი ასაკის შეუფერებლად იცვამენ და საზოგადოებას ყოველ ჯერზე იმაზე მეტს აჩვენებენ ვიდრე ამას მათგან ელიან.





მადონა


imageimage


ლეგენდარული მომღერალი 2016 წლის "გრემისა" და "ოსკარის" ცერემონიაზე მეტისმეტად თამამი და "გულახდილი" სამოსით გამოჩნდა, რომელმაც მორიგ ჯერზე თავისი მაღალი თვითშეფასების გრძნობის დემონსტრირება წითელ ხალიჩასთან დავმოყრილი ათასობით ჟურნალისტისა და ფოტოგრაფის წინაშე მოახდინა.





შერი


image


პლასტიკური ოპერაციებისა და ეპატაჟის "დედოფალი" ასეთ სასცენო კოსტიუმში ლას – ვეგასში გამართულ კონცერტზე გამოვიდა. მისგან ისედაც სხვას არავინ არაფერს ელოდა.






შერონ სტოუნი



image


რესტორანში მიმავალი "ძირითადი ინსტინქტის" ვარსკვლავი პაპარაცებმა ასეთ ფორმაში დააფიქსირეს. დაავიწყდა თუ არა კინოვარსკვლავს ქალის ქვედა საცვლების ნაწილი - ისტორია დუმს.





პამელა ანდერსონი



image


რა თქმა უნდა, 53 წლის მსახიობი სულაც არ არის ბებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგჯერ პასპორტში ციფრებისთვის თვალყურის დევნება მალიბუს მომხიბვლელ მაშველს ნამდვილად არ აწყენდა. მით უმეტეს, რომ მისი შთამბეჭდავი ფორმები "მაშველების" ერთგულ მაყურებელს დღემდე ბრწყინვალედ ახსოვს, თუმცა როგორც ჩანს თავად პემისთვის ეს ასაკმარისია.





სიუზან სარანდონი




image


74 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს საკუთარი "ღირსებების" დემონსტრირება განსაკუთრებით ხიბლავს, მაგრამ საჭიროა კი?





ბაი ლინი


imageimage


ჩინური წარმოშობის ამერიკელი მსახიობი ბაი ლინი - ფენომენალური შემთხვევაა! მიუხედავად იმისა, რომ ლინი თავისი 54 წლის ასაკში ყველას თავისი ბუნებრივი ახალგაზრდობით აოცებს, ის ასევე იმდენად თამამად იცვამს, რომ ყველა მოზარდი თავს მსგავსი სამოსის ჩაცმის უფლებას ვერ მისცემს.







სოფი ლორენი


imageimageimage


იტალიური კინოს ლეგენდა, მრავალი საპატიო ჯილდოს მფლობელი, შეუდარებელი - სოფი ლორენი ხშირად საკმაოდ თამამი და "გულახდილი" სამოსის ტარებაშია შემჩნეული, თუმცა კინოვარსკვლავს ზოგჯერ "ახალგაზრდობის დღესასწაული" თუნდაც 86 წლის ასაკშიც აქვს ხოლმე...














0
524
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
524