x
image
თუთიკო ბერძენა
რატომ ეძახიან ხელმოჭერილ მამაკაცს ძუნწს და ქალს - ეკონომიკურს?
image


ინტერნეტ სივრცე გადავსებულია მამაკაცების სიძუნწისა და ხელმომჭირბნეობის სტატიებით, ნებისმიერ ენაზე. რჩევებითაც, როგორ უნდა მოარჯულო ძუნწი მაკმაკაცი, როგორ იცხოვრო ძუნწ ქმარტან, როგორ აიტანო ძუნწი შეყვარებული. კი, ბატონო, თურმე შყვარებულობაშიც ძუნწია ძუნწი. მაგრამ ამ სტატიებს ნეტა ქალები წერენ თუ რატომ არსად არაფერი წამიკითხავს ქალის სიძუნწეზე?

ათასნაირი ფრთიანი გამოთქმაც დაფრინავს მამაკაცის სიძუნწეზე და უამრავი მიმი და ანეკდოტიც დასეირნობს:
"მამაკაცური სიძუნწე დაავადებაზე უარესია!"
ქალის სიძინწე ეტყობა ჰამრთელობის პიკია...

"ძუნწი მამაკაცი ცარიელი სასმისივითაა"
ძუნწი ქალი ხომ რას ამბობ? ისეთი სავსე სასმისია, რომ სასმისიდან მოწუწავს...

" სიძუნწე ყველაზე უარესია მამაკაცის მანკიერებებს შორის"
ქალისთვის ხომ პირდაპირ სამკაულია, თან ალმასის...

" მოწუწუნე მამაკაცზე უარესი ძუნწი მამაკაცია"
აქ როგორ გვაქვს საქმე? ძუნწ ქალზე უარესი მოწუწუნე ქალი ხომ არ არის?



ერთი და იგივე თვისებას მამაკაცებში რატომ ჰქვია სიძუნწე და ქალებში ეკონომიურობა? თანაც ქალის ეს თვისება პირიქით პოზიტიური ნარატივითაა სავსე, მამაკაცში კი აბსოლუტურად ნეგატიურ მხარეს ნიშნავს.

როგორც ჩანს ქალობა ინდულგენციაა.
წაიკითხეთ ეს ათასი სტატია, სადაც ქალები ხალისიანად გვიზიარებენ ამბებს მამრობითი სქესის სიხარბისა და სიძუნწის შესახებ?

ესაა მიზეზი ურთიერთობების დასრულის, განქორწინების და ქონების გაყოფის შესახებ.

არადა, თუ დააკვირდებით, ქალებს უფრო აინტერესებთ, რა ღირდა მირთმეული თაიგული, რა დაჯდა რესტორანში ვახშამი, ტაქსით მიაცილეს სახლამდე თუ მეტროთი. კაცი ამას არ ითვლის.


ფარშევანგების "ქორწილი" თუ გინახავთ, სადაც მამრობითი სქესის ფრინველი უკანალზე ბუმბულებს მარაოსავით გადაშლის, ხოლო გორილა გულზე იბაგუნებს ხელებს? ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც უფრო რთულია, ვიდრე ფარშევანების და გორილების საქორწინო რიტუალი.

მამაკაცები ქალებთან შედარებით გაცილებით ხელგაშლილები არიან. უფრო კეთილშობილურად იქცევიან სიხარულით იღიმებიან, თუ არ იქცევიან შევალიეს კოდის შესაბამისად.


ქორწინებას რომ თავი დავანებოთ, ქალები ძუნწები არიან სოციალური ქსელების მოწონებებშიც და კიდევ უფრო გამძაფრებულად ძუნწები, როცა საკუთარი სქესის ფბ პოსტი ან სტატია ან ინსტაგრამის გვერდი უნდა მოიწონონ. უკაცრავად, ძუნწი კი არა, ეკონომიურები - უფრთხილდებიან დროს, ენერგიას და საკუთარ განცდებსაც, მაგალითად, ისეთს, როგორიცაა შური და ბოღმა. მამაკაცები კი აქაც უფრო ხელგაშლილები არიან როგორც საკუთარი, ასევე საპირისპირო სქესის ადამიანების მიმართ.

მოდით ყველაფერს დავარქვათ სახელი. თუ სიძუნწეზე ვლაპარაკობთ, აქაც სამართლიანია იყოს გენდერული თანასწორობა და მამაკაცის და ქალის სიძუნწეც ერთნაირი სახელით მოვიხსენიოთ....

ითვლება, რომ ძუნწი ადამიანები ძირითადად წარუმატებლები არიან, რადგან მათ არასდროს ჰყავთ მეგობრები.

1
106
7-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
106
  
2021, 9 აპრილი, 23:06
მეც აულ მაგას ვჩივი თუთიკო, და კი გამიკვირდა მდედრიბითი სქესისგან ასეთი სიმართლრ )))
0 1 1