x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138971
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
მოთმინება
მხიარულ ბიჭუნა ცოტნეს ძალიან უყვარდა ისტორიების მოსმენა, ხშირად აკითხვინებდა და აყოლინებდა ოჯახის წევრებს ზღაპრებს.მას ძალძე ღრმად მოხუცი ბაბუა ყავდა, სახელად დიტო.რომელიც ყოველთვის მზად იყო ახალახალი ისტორიები მოეყოლა შვილიშვილისთვის.
ერთხელაც როდესაც ბაბუა დიტომ გადაჭყვიტა შვილიშვილისთვის რაღაც მოეყოლა და განმარტოვებულად გვერდზე მოისვა ეზოში ხის ქვეშ დადებულ ხის მორზე და გულმოდგინედ დაიწყო საუბარი:
- ცოტნე შვილო, შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ.მალე მოვა დრო როდესაც ცხოვრებას თვალებში მოგიწევს ჩახედო და იქ ასეთ ლამაზ პეიზაჟებს ვერ ნახავ.მალე თორმეტი წლის გახდები...მე როდესაც შენი ტოლი ვიყავი უკვე ბევრი რამისკენ გამირბოდა თვალი, გული მეძახოდა ბევრგან და ირგვლივ არემარე სამოთხედ მეჩვენებოდა.-ირონიით ამბობდა ბაბუა დ აგანაგრძობდა:
- ეჰჰჰ...-თქვა მოხუცმა და გვერდზე გაიხედა თავჩაქინდრულმა.
- მერე ბაბუ?- ცოტნეს ინტერესი გაუჩნდა თემის.
- მერე მოხდა ის რასაც მთელი ჩემი ცხოვრება ვერ დავივიწყე.ძალიან მიყვარდა მამაჩემი, ის ყოველთვის მანებივრებდა საჩუქრებით.ყოველთვის მეთამაშებოდა და ამაყობდა ჩემით.ჩვენ ღარიბები ვიყავით, მაგრამ სანამ მამა მყავდა ერთი წუთითაც არ მიგვრძნია ეს.- მოხუცი დადუმდა და თითქოს სიჩუმემ დაისადგურა მასში. რამოდენიმე ხანი დასცქეროდა დაბლა მიწას, შემდეგ ზემოთ აიხედა და შვილიშვილს ჩახედა თვალებში.- ჩვენ ადამიანები ხშირად უბედურები ვართ. ვგრძნობთ თავს მარტოსულად და მიტოვებულად. ირგვლივ არაფერი არ გვიხარია და ყოველივეს უნდობლად შევსცქერით .იმედი, რომ ერთხელაც ყველაფერი შეიცვლება და ბოლოსდაბოლოს ბედნიერები გავხდებით თითქოს გულში ღრმად დამარხულა, მაგრამ მაინც გვეძახის.ის თითქოს სინათლეა გვირაბის ბოლოს.მაგრამ ეს ყველაფერი არაა!-ამბობდა შფოთით და სმენად ქცეული ყმაწვილი ემოციურად აყოლოდა მოხუცს.
- რამდენად შორია გვირაბის ბოლო?- გაბედა და იკითხა შეშინებულმა ბიჭუნამ.
- რამდენადაც მოთმინების ძალა შეგწევს თავად.ბედნიერებაც ესაა.
- რა არის ბედნიერება?-იკითხა გაურკვევლობაში მყოფნა, დაბნეულმა ცოტნემ.
- დაზუსტებით ამ ცნებას ვერავინ გაგიშიფრავს, მაგრამ გარჯვეულწილად ყველასთვის გასაგები და ახლოა მისი არსი.-ეს არის სულის ნეტარება, როცა გულს უხარია და გონება ცას ასწვდომია..-ხელებს შლიდა, მაღლა ისროდა და ემოციები იფრქვეოდა მისგან.-ეს ყველაფერი ისაა ბაბუ, ყველაფერი რაც ცხოვრებისგან გინდა.
- შეიძლება ადამიანი სამუდამოდ ბედნიერი იყოს?
- სამწუხაროდ არა. სამუდამო დედამიწაზე არაფერია! მე მინახავს ბევრი უზომოდ ბედნიერი ხალხი, მაგრამ შემდეგ ყველაფერი იცვლებოდა.ბოლოს თითქოს უკვე მეშინოდა მათი თითქოს, მაგრამ ეს გარდაუვალია.ზოგჯერ გიხარია, ზოგჯერ გწყინს ზუსტად ერთი და იგივე რაღაც.ვხედავ ამდენს ვეღარ ხვდები რასაც გეუბნები და მინდა ყველაფერი უფრო გასაგებად აგიხსნა.- მოხუცს ძალიან უყვარდა შვილიშვილი.შიშობდა და წუხდა მასზე.იცოდა რომ ადრე თუ ვიან მასაც უნდა სტკენოდა გული და თავისი გამოცდილებიდან უნდოდა განესწავლა იგი:- შენ ბედნიერი ხარ ახლა.ირგვლივ არაფერი არ გადარდებს, ყველას უყვარხარ, ყველა შენზე ზრუნავს და თითქოს სამყაროც გიღიმის შენ.ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ბაბუკო, რამდენად გაახარებ ყველას და რამდენ ბედნიერებას მიანიჭებ მათ.იცოდე არ დაიზარო არასოდეს როდესაც გეცოდინება, რომ შენ ეს შეგიძლია.
- ბაბუ მგონია, რომ გეშინია და რატომ?
- რატომ მეშინია?გავა ძალიან დიდი ხანი და გაგახსენდება ახლა რასაც გეუბნები.რამდენად უცნაურიც არ უნ და გეჩვენებოდეს ჩვენი საუბარი, შემდეგ და იტყვი, რომ მართალი ვიყავი და მინდა, რომ როდესაც ამას გაიხსენებ გიხაროდეს, რომ მე ერთხელაც ერთი პატარა სულელური რჩევა მოგეცი და რომ ის ცხოვრების გზაზე გამოგადგა, თუნდაც უმნიშვნელო რამეში.-გაიღიმა და ხელი ჩაიქნია და განაგრძო:
- როდესაც ვადობლდი ოცნებად მექცა წარსული დღეები.ვხვდებოდი, რომ ვერაფერს დავაბრუნებდი უკან. საჭირო იყო წინ სიარული და მხოლოდ კალაპოტი შემეძლო შემეცვალა ჩემი ცხოვრების დინებისათვის. - დადუმდა ისევ მოხუცი, თითქმის ერთი წუთი დუმდა, შემდეგ კი გაოცებით თქვა:
- რაც უფრო სწრაფად მსურდა ბედნიერი გამხდარვყოფილიყავი, მით უფრო შორი მეჩვენებოდა.მერე ვისწავლე მოთმინება და ყველაფერი თავისით მოვიდა ჩემთან.ეს ყოველივე ერთ დღეში არ მისწავლია, პირიქით წლები ვსწავლობდი და რომ მცოდნოდა, თუ როგორი დამღუპველია სულსწრაფობა ადამიანისთვის, ალბათ უფრო ადრე მოვახერხებდი ამას.- თავზე ხელი დაგაუსვა ბიჭუნას და უთხრა:- შენც მუდამ გახსოვდეს, რამდენად მომთმენი იქნები, იმდენად ბედნიერი იქნება შენი ცხოვრებაც!ყოველთვის და ყველგან გამარჟვებული ივლი.
ცხოვრება თვითონ ქადაგებს და თვითონ გვიჩვენებს გზას, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როცა უკვე ძალიან გვიანია.ჩვენი სისუსტე გვამარცხებს ყველგან, ჩვენი თავია მტერი, როდესაც არვიცით რა როგორ ვქნათ.ხოლო გასკეთებელი ყველა საქმეში ერთია.ეს არის “მოთმინება''.
მოდით დავუჯეროთ გამოცდილ და ჩვენთვის კეთილისმსერველ ხალხს და ნუ ვიქნებით სულსწრაფები.ხოლო შემდეგ კი ჩვენი ცხოვრება ამოიდგავს ენას და თვითონ გვიკარნახებს, თუ რა არის ჩვენი ბედნიერებისთვის საჭირო.წარმატება კართან გელოდებათ თუ უკვე აღარ შეგხვედრიათ და დროზე შემოიყვანეთ შინ.
მადლი შემეცნებისა მოგცემოდეთ ყველას!




G.Z.J.image
0
435
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაფა
მაფა
435
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0