x
image
ივერიონი
ნებით შევყვებით ზურაბიშვილს "6 ერის" გაერთიანებაში თუ ძალით შეგვათრევს?

image

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ექვსი სახელმწიფოს" გაერთიანების საკითხზე მუშაობს, რაც პრეზიდენტის ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებამოსილებას სცდება და სწორედ ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან კონსულტაციებს მართავს. ზოგადად, ასეთი საკითხები რეფერენდუმის გზით უნდა წყდებოდეს, რადგან საქართველო არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის ან პირის პირადი კანტორა და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც უნდა ეკითხებოდნენ, მოიაზრებენ თუ არა საკუთარ მომავალს გაერთანებული 6 ერის ფორმატში.
ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ბაქოში, ილჰამ ალიევმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მოქმედი ფორმატების შერწყმის შესაძლებლობისა და ექვსი სახელმწიფოს გაერთიანებული ფორმატის ჩამოყალიბების ინიციატივა გააჟღერეს. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, ირანს, საქართველოს და სომხეთს შეუძლიათ ამ პლატფორმაში გაერთიანება, თუკი მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივასბაქოში გაკეთებულ განცხადებას ირანიც გამოეხმაურა და ექვსი სახელმწიფოს ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი ღიად განაცხადა. საგულისხმოა, რომ იგი ამ განცხადების შემდეგ მალევე რანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოთვილი ქვეყნის დედაქალაქებს ესტუმრა.
რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას მაშინვე დაუჭირა მხარი რუსეთის პრეზიდენტმა, რადგან რუსეთის სტრატეგიული ამოცანაა, აღარ დაუშვას თურქეთის გავლენების გაფართოვება და ამის მექანიზმს სწორედ რეგიონში არსებული სამხედრო პოზიციები აძლევს. დღევანდელი სტატუს ქვო ძალიან წააგავს 100 წლის წინანდელ ვითარებას, როდესაც რუსეთმა და თურქეთმა სამხრეთ კავკასია საკუთარი ინტერესების შესაბამისად გადაინაწილეს, თუმცა თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და აშშ და დიდი ბრიტანეთი თვლიან, რომ თურქეთი გარკვეულწილად ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მათი მოკავშირე და სტრატეგიული ინტერესების გამტარებელია. თუმცა ერდფოღანს როგორც ვიცით ცხრა პარასკევი აქვს.
სომხეთს ამ ფორმატში გასაერთიანებლად საკუთარი პირობები აქვს, კერძოდ, ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილის დაბრუნება, რომელიც ბოლო ომის დროს აზერბაიჯანელებმა დაიკავეს და ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრა.
ექვსი ერის გაერთიანების იდეის ავტორებმა და მხარდამჭერებმა კარგად იციან, რომ საქართველოს მონაწილეობის გარეშე პროექტს აზრი დაეკარგება სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.
საქართველოს მონაწილეობის გარეშე ამ პროექტს აზრი ეკარგება და ვერც თავის სტრატეგიულ მიზნებს მიაღწევს.
ამ ფონზე ყურადღებას იქცევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხის აღზრა და გარეჯთან დაკვაშირებით წამოწყებულიპროპაგანდისტული კამპანია.
ბაქოში გაჟღერებული "ექვსი ერის" პლატფორმის კონცეფციის ერთადერთი მიზანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში დასავლეთის ინტერესების მაქსიმალურად შევიწროებაა.
"ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ონლაინ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში აცხადებს, რომ საქართველო „კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც - მეორეხარისხოვანი“.

0
158
4-ს მოსწონს
ავტორი:ივერიონი
ივერიონი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0