x
image
მაქს კავალერა
მთავარია მთავრობა იყოს ჯანმრთელი, ჩემი თავი ჯანდაბას

image
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია მან თავად გაავრცელა "ფეისბუკით".

"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", - წერს ის.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს COVID-19-ზე ვაქცინაცია არ ჩაუტარდა იმიტომ, რომ იგი არ მიეკუთვნება არც ერთ იმ პრიორიტეტულ ჯგუფს, რომელთა აცრაც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მთავრობის წარმომადგენელია, რამე რომ დაემართოს ხომ დაიღუპა საქართველო, დავრჩით მთავრობის უმისოდ, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ვაქცინა, მასაც ეშველება და ჩვენც, ჩემს წილ ვაქცინასაც დავუთმობ, მთავარია მთავრობა იყოს ჯანმრთელი, ჩემი თავი ჯანდაბას.

0
135
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0