კინო გარდაიცვალა მსახიობი,რომელმაც დიატლოვის როლი შეასრულა "ჩერნობილში" 2021, 6 აპრილი, 15:55 ბრიტანელი მსახიობი პოლ რიტერი თავში სიმსივნისგან 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი მსახიობის აგენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება:
"დიდი მწუხარებით ვაცხადებ, რომ პოლ რიტერი მშვიდად გარდაიცვალა სახლში, მეუღლე პოლით და ვაჟებით: ფრენკი და ნოემით გარშემოტყმული ”- განაცხადა აგენტმა. იგი დაიბადა 1966 წლის 5 მარტს დიდ ბრიტანეთში. ცნობილია თავისი როლებით ფილმებში, როგორიცაა "ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი" (2009), "Quantum of Solace" (2008), " მეცხრე ლეგიონის არწივი" (2011), Inferno (2016). მსახიობმა ასევე ითამაშა სარდალი ალექსანდრე სუვოროვი რუსულ სერიალში "ეკატერინე დიდი" (2019). მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა ამერიკულ-ბრიტანულმა მინი სერიალმა "ჩერნობილი", რომელიც პრემიერაც შედგა 2019 წელს HBO-სა და Sky UK-ზე და ნამდვილი ფურორი მოახდინა მთელს მსოფლიოში. 128 4-ს მოსწონს
|