x
image
თამილა გურაშვილი
ვიდეო: დუბაიში შიშველი ფოტოსესიის მონაწილეებს ექვსი თვის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

image
რუსეთის გენერალურმა საკონსულომ განაცხადა, რომ დუბაიში შიშველ ფოტოსესიაში მონაწილეობისთვის დაკავებულ რუს ქალებს 6 თვემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ღონისძიების ორგანიზატორს შეიძლება მიეცეს 1, 5 წელი.





”ფოტოსესიის მონაწილეებს ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა და ხუთი ათას დირჰამიანი ჯარიმა ემუქრებათ - დაახლოებით 1390 დოლარი თითოეულს. ამის შესახებ გენერალურ საკონსულოში განაცხადეს.






მათ აღნიშნეს, რომ რამაზანის წმინდა თვის დაწყებასთან დაკავშირებით, პიკანტური ფოტოსესიის მონაწილეები შეიძლება შეიწყალონ.






მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 12 გოგონა დააკავეს, რომლებიც მონაწილეობდნენ დუბაის საკურორტო ზონა "დუბაის მარინაში" ერთ-ერთი ცათამბჯენის პანორამულ აივანზე შიშველ ფოტოსესიაში.






The Sun– ის ცნობით, დაკავებულებში სულ მცირე სამი რუსი გოგონაა. ასევე, დააკავეს უკრაინის, მოლდოვისა და ბელორუსის რამდენიმე მოქალაქე.





0
96
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0