საქართველო უცნობის საკნები 2021, 3 აპრილი, 23:53 ყველასთვის ნაცნობი უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე, ისევ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე და ისევ ქართველების უბედურებაზე ლაპარაკობს. 9 აპრილისთვის დაგეგმილი მისი აქცია პერფომანსი, მდუმარე მსვლელობა რუსთაველზე, გამოძახილია არც თუ ისე შორეული წარსულიდან, როცა რუსთაველზე კარვების ქალაქი იყო გაშლილი და მიშასთან ბრძოლაში ხალხს უძილობით თვალები ქონდა ამოღამებული. მუდმივად, ჯოშ ჯოშ ძახილით, ხალხიც დაიღალა და პოლიტიკური ელიტა მგონი და ახლა მოქმედებაზე გადავიდნენ, ოღონდ რა მოქმედებაზე ჯერ უცნობია. ასე, რომ დაველოდოთ 9 აპრილის ისტორიულ მოვლენას, იქნებ განმეორდეს 1989 წელი და გამოვიდეთ როდესმე საბჭოთა კავშირიდან, ახლა უკვე ნამდვილად... 189 შეფასება არ არის
|