x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
საკუთარ თავს იღბლიანობის დასაგეგმი მხოლოდ ორი კოდი
image

ჩვენი აზრებითა და სიტყვებით, ჩვენს ცხოვრებას ფერებით ვავსებთ, მაგრამ ის, თუ რა ფერები იქნება ეს, მხოლოდ იმ შეტყობინებაზეა დამოკიდებული, რომელსაც სამყაროს გავუგზავნით. დიახ, ამისთვის მხოლოდ ორი სიტყვაა საკმარისი.


მხოლოდ ორი კოდი.
რა არის ეს ჯადოსნური სიტყვები?
უბრალოდ, ყველამ უნდა გადაწყვიტოს თვითონ, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, იღბალს უყვარს ის, ვისაც სწორი დამოკიდებულებები აქვს. ჰარმონიული ურთიერთობები მოითხოვს არა მხოლოდ მხარდაჭერასა და ურთიერთგაგებას, არამედ საკუთარი თავის პატივისცემასაც. როდესაც ცუდ ხასიათზე ვართ და დაღლილობას ვგრძნობთ, უნდა დავისვენოთ, რომ უკეთ ვიყოთ.

მაგრამ უმეტესი ჩვენგანი ურთიერთპატივისცემის ნაცვლად ეგოიზმს ავლენს და ცუდი განწყობის მომენტში შეიძლება სხვებიც დაანგრიოს. ასე რომ, კოდური სიტყვების არჩევისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს მდგომარეობას.

ხშირად დაღლილობის მომენტში ჩვენ საკუთარ თავს ასე ვახასიათებთ: "ძალა არ მაქვს", " საკმარისია, დავიღალე", "უბედური ვარ (ამის გამო)" და ა.შ. შეეცადეთ დაიჭიროთ თავი ამ აზრებისას და ჩაანაცვლოთ სიტყვებით: "მიყვარს", "მე ვარ ჰარმონიული", "მე ვარ ძლიერი", "ვარ ბედნიერი". ეს სიტყვები დაგეხმარებათ ნდობის მოპოვებაში და მოგანიჭებთ ენერგიასა და ძალას.


ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა "მე ვარ".

ეს ფრაზა ხშირად გამოიყენება მედიტაციის დროს ან მანტრების ნაცვლად. მას ხშირად მიმართავენ ტიბეტელი ბერები. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ჯადოსნური სიტყვების შევსება შესაძლებელია ფრაზებით "მე ვარ სამყარო", "მე ვარ ბედნიერება", "მე ვარ თვითონ იღბალი", "მე ვარ წარმატება", "მე ვარ სიხარული". ეს შეიძლება ხმამაღლა ან ჩუმად გაიმეოროთ, როგორც გსურთ, ნებისმიერ ადგილას: სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, საშინაო საქმეების შესრულებისას, ძილის წინ.

მეორე კოდური ფრაზაა "მე მაქვს"

ქონა და ფლობა უკვე სიმდიდრეა, თუმცა რა გაქვს, ეს უკვე თქვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული. "მე მაქვს ბედიერი ოჯახი", "მე მაქვს კომფორტული სახლი", მე მაქვს მყუდრო ბინა", "მე მაქვს ყველაფერი ბედნიერებისთვის", "მე მყავს არაჩვეულებრივი შვილები", "მე მყავს ჯანმრთელი შვილები", მე მყაბს საუკეთესო ქმარი/ცოლი". " მე ყველაფერი გამომივა, რადგან მე მაქვს კარგი იღბალი"!


მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ჩვენი სულიერი და ფიზიკური სამყარო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და გარემომცველ სამყაროსთან. ჩვენი აზრები და სიტყვები გამოდის ჩვენგან და ფიზიკურად მანიფესტირდება. ასევე, დროთა განმავლობაში, ეს დამოკიდებულება ღრმად ჯდება ქვეცნობიერში და ცოტა ხნის შემდეგ თქვენ თავად ვერ შეამჩნევთ, როგორ შეწყვეტთ ასე სასტიკად და უარყოფითად რეაგირებას სირთულეებზე. პირიქით, ყველაფერი დადებითად აღიქმება თქვენ მიერ.

ამიტომ, მაშინაც კი, თუ ეს ძალიან რთულია ან საერთოდ არ არის ამის განწყობა, შეეცადეთ ცუდად არ იფიქროთ საკუთარ თავზე, დაიჭიროთ ცუდი აზრები და გადააქციოთ ისინი პოზიტიურ განწყობებად. ეს არც ისე ადვიკლია, მაგრამ არც მთლად რთული.

ანუ ჯერ საკუთარ თავს უნდა უმტკიცოთ დას დააჯეროთ საკუთარი ქვეცნობიერი და ცნობიერი, რომ ხართ ბედნიერი, სიცოცხლით და ენერგიით სავსე და ამის შემდეგ დაიჯერებს გარემომცველი სამყარო ამას. თქვენ დროთა განმავლობაში შეძლებთ პოზიტიური მიმართულებით მიმართოთ მთელი თქვენი ცხოვრება. შეცვალეთ თქვენი ეჭვები, ნეგატიური დამოკიდებულებები და შიშები კოდური სიტყვებით და შედეგიც არ დააყოვნებს.

კოდური ფრაზები შეიძლება იყოს ნებისმიერი, მთავარია, არ ჰქონდეს უარყოფითი მნიშვნელობა. მიმართეთ თქვენი მზერა მომავლისკენ და შეასრულეთ შემოქმედებითი, პოზიტიური და ენერგიული ხასიათით.

0
75
3-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0