x
image
ლანა92
თავსატეხი "ცელქი ფისო 7 კარს შორის" : რამდენი დრო დაგჭირდებათ მის საპოვნელად?

image
















მოცემულია პირობა: სადარბაზოს 7 კარი აქვს, ერთი კედლის გასწვრივ. ერთ-ერთ კარს მიღმა ზის ფისო. თვენ უნდა იპოვოთ ის. თქვენ შეგიძლიათ, საათში მხოლოდ 1 კარი გააღოთ. თუ ფისო მუდამ ერთი და იმავე კარის მიღმა ზის, მის მოსაძებნად მაქსიმუმ 7 საათი დაგჭირდებათ.. მაგრამ ცელქი ფისო ყოველ საათში იცვლის ადგილს, ხან მარჯვნივ, ხან - მარცხნივ, მაგრამ ყოველთვის მხოლოდ მეზობელ კარში.

კითხვა: რამდენი დრო დაგჭირდებათ, რომ კარებს შორის ცელქ ფისოს მიაგნოთ?

გადაწყვეტა:

დავიწყოთ 3 კარით. თუ ისინი მხოლოდ სამია, მაშინ კატას იპოვით 2 საათში.

საათი 1. გააღეთ შუა კარი.

საათი 2. გააღეთ შუა კარი.

თუ პირველ საათში კატა არაა შუა კარის მიღმა, გამოდის, რომ ის ან მარცხნივ, ან მარჯვნივ არსებული კარის მიღმაა. ამიტომაც მეორე საათში ფისო აუცილებლად იქნება შუა კარის მიღმა.

დაიკარგა.

მივდივართ წინ.

ოთხი კარის წარმოსადგენად დავხაზოთ ცხრილი.

image

პირველ საათში მეორე კარს ვაღებთ. თუ კატა იქ არაა, გამოდის ის 2, 3, ან 4 კარს მიღმაა.

მეორე საათში კატა შეიძლება, იყოს მხოლოდ 2, 3, ან 4 კარს მიღმა (პირველ კარში ის ვერ იქნება, რადგან მოხვედრა იქ მხოლოდ მეორე კარის გავლით იქნება შესაძლებელი).

ვაღებთ მე-3 კარს. თუ კატა არაა მე-3 კარს მიღმა, ის სხვაგან არსად იქნება, თუ არა მე-2, ან მე-4 კარებს მიღმა.

მესამე საათში კატა შეიძლება, გადაადგილდეს 1, ან 3 ოთახს მიღმა. ვაღებთ მესამე კარს და კატას ვერ ვპოულობთ, ვიგებთ, რომ ის პირველი კარის მიღმაა, საიდანაც იგი მხოლოდ მეორე კარში თუ გადაადგილდება. კიდევ ერთ საათში და კატას მივაგნებთ მეორე ოთახში. ამდენად, 4 საათი სჭირდება მაქსიმუმ 4 კარში კატის მოძებნას.

ქვემოთ წარმოგიდგენთ დიაგრამას 5 კარისათვის: 6 საათი;

image

ამოხსნის ნაბიჯებიდან ნათელი ხდება უნივერსალური სქემა:

ძებნა ყოველთვის უნდა დავიწყოთ მე-2 კარიდან, შემდგომ გადავიდეთ მომდევნოზე და ასე შემდგომ, სანამ ბოლოსწინა, მე-6 კარამდე არ მივაღწევთ. ვაღებთ მე-6 კარს ორჯერ და ვბრუნდებით.

7 კარის გაღების თანმიმდევრობა ასეთი იქნება: 2, 3, 4, 5, 6, 6, 5, 4, 3, 2 - სულ 10 მცდელობა კარის გაღებისა, ანუ 10 საათი.

მაშ, ასე პასუხია: 10 საათი.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0