x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სიკვდილისწინა ვიდეო სასტუმრო "სესილიდან"-ელიზა ლემი,რომელიც მოჩვენებას გაურბოდა
image

ელიზა ლემის მისტიურ გარდაცვალებას, პოპ-კულტურა კიდევ ერთი მინის სერიალით გამოეხმაურა, რომელიც Netflix-ზე გადის.


2013 წლის 19 თებერვალს, ლოს ანჯელესის ცენტრში, სასტუმრო "სესილის" სახურავზე, წყლის რეზერვუარიდან ქალის ცხედარი ამოიღეს. იგი ეკუთვნოდა ელიზა ლემს, 21 წლის სტუდენტს კანადიდან, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ცხოვრობდა და შემდეგ დაიკარგა. ცხედარი მას შემდეგ იპოვნეს, რაც სტუმრებმა პრეტენზიები გამოთქვეს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.



ელიზას იდუმალებით მოსილმა ამბავმა საფუძველი ჩაუყარა Netflix- ის ახალ დოკუმენტურ მინისერიალს " დანაშაულის ადგილი: გაუჩინარება სასტუმრო "სესილში", რომელიც ინტერნეტ-ფოლკლორის ნაწილი გახდა.


image

ელიზას საქმეზე პირველად მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც პოლიციამ გამოაქვეყნა მისი თვითმკვლელობის ვიდეო. ის გადაღებულია სასტუმროს ლიფტში, გოგონას გაქრობის დღეს. კადრებზე ჩანს, რომ ლემი უცნაურად იქცევა: თითქოსდა იგი ვიღაცას ემალება. ვიდეო სწრაფად გახდა ვირუსული და წარმოშვა უამრავი თეორია, სადაც ელიზას ქცევის ახსნის მცდელობა იყო, პარანორმალური აქტივობიდან დაწყებული, ბიპოლარული აშლილობით დამთავრებული (რაც მას ნამდვილად ჰქონდა). არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ჩანაწერი ხელახლა დაარედაქტირეს, რომ მომხდარის დეტალები დაემალათ.


როდესაც გოგონა იპოვნეს, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. ელიზას შიშველი იყო, ხოლო ტანსაცმელი და პირადი ნივთების უმეტესობა მის გვერდით წყალში ტივტივებდა. გაკვეთის დასკვნა არ გამოქვეყნდა მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ. მასში ნათქვამია, რომ სიკვდილი შემთხვევით დახრჩობის შედეგია.გოგონას რაიმე სხვა ტრავმები არ აღენიშნებოდა. ინტერნეტ მომხმარებლებმა აღმოაჩინეს მსგავსება ელიზას ამბავსა და საშინელებათა ფილმის- "ბნელი წყლებს" შორის, ფილმშიც მთავარი გმირი სახლის სახურვაზე წყლის ცისტერნაში პოულობს გოგონას ცხედარს.

image

ელიზას თემა პოპ-კულტურაში ფართოდ გავრცელდა, შეიქმნა რამდენიმე სერიალი, ფილმები, მუსიკალური კლიპები და კომპიუტერული თამაშიც კი(YIIK: A Postmodern RPG)

image

ცალკე საუბრის თემაა სასტუმრო "სესილი", სადაც მრავალი უბედური შემთხვევა მოხდა, 1964 წელს სასტუმროს ოთახში გააუპატიურეს და მოკლეს გოლდი ოსგუდი, სერიული მკვლელები ჯეკ უნტერვეგერი და რიჩარდ რამირესი "სესილში" ცხოვრობდნენ. ასევე ამ სასტუმროში მოხდა რადენიმე თვითმკვლელობა .



ელიზას მშობლებმა უჩივლეს სასტუმროს იმის გამო, რომ იქ არ იყო დაცული სტუმრების უსაფრთხოება, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა და სასამართლო წააგეს.



2015 წელს სასტუმროს სახელი გადაარქვეს, მაგრამ მიუხედავად ამისა წარსულიდან მომავალი ცუდი რეპუტაცია მაინც რჩება.

0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0