სიახლეები როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი თმისთვის? შედეგი, რომელიც გაგაოცებთ 2021, 3 აპრილი, 11:12 აბუსალათინის ზეთი ხშირად გამოიყენება თმის მოვლისთვის და სხვადასხვა კოსმეტიკურ საშუალებებშიც, აბუსალათინის ზეთი ხელს უწყობს თმის სწრაფ ზრდას, და ასევე ხშირად გაოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ.
თმის გაჯანსაღებისთვის აბუსალათინის ნიღაბი საკმაოდ ხშირად გამოიყენება, რამდენიმე ინგრედიენტთან ერთად კი მისი მოქმედება უფრო შედეგიანია
თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
0, 5 ჭიქა აბუსალათინის ზეთი 0, 3 ჭიქა მშრალი მწვანე ჩაი 30 ცალი შავი პილპილი გაათბეთ ზეთი მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით 80 გრადუსამდე. დაასხით ცხელი აბუსალათინის ზეთი მშრალ მწვანე ჩაის ფოთლებს. დააფარეთ თავსახური. დაფქულ შავ პილპილს დაუმატეთ ზეთისა და ჩაის ფოთლების ნაზავი. აურიეთ ინგრედიენტები და მჭიდროდ დახურეთ კონტეინერი. გამოყენებამდე 1ს/კ ნიღაბს დაამატეთ 1 კვერცხის გული და ცოტაოდენი თბილი წყალი, წაისვით თმის ბოლოებში და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. 158 1-ს მოსწონს
|